დონა სტოუნი გახდომის საკუთარ ისტორიას გვიყვება. მან შეძლო და ძალიან მალე და უმარტივესად მოიშორა ზედმეტი წონა.
შემდეგ კი გადაწყვიტა, საკუთარი გამოცდილება სხვებისთვისაც გაეზიარებინა და ამის შესახებ წიგნი დაწერა.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა დონამ კოლეჯი დაამთავრა და საცხოვრებლად დიდ ქალაქში გადავიდა, სადაც მას კარგი სამსახური შესთავაზეს.
კარიერისტი ქალი მთელ დროს სამსახურში ატარებდა, ძირითადად, პიცით, ფუნთუშებითა და იმ საჭმლით იკვებებოდა, რაც ხელში მოხვდებოდა. უკან მოხედვაც ვერ მოასწრო დონამ, რომ 18 კგ მოიმატა.
როგორც ყველა ქალი, დონაც სხვადასხვა დიეტას იცავდა. პრაქტიკულად, არ იღებდა ნახშირწყლებს, ცხიმებს, უზმოზე სვამდა წვენებს. მაგრამ ამისგან მხოლოდ გაღიზიანებული და ნერვული ხდებოდა, წონა კი არანაირად არ იცვლებოდა. მაშინ ქალმა გადაწყვიტა, ეპოვა გახდომის მარტივი პროგრამა, ისეთი, რომელიც საჭმელს არ აუკრძალავდა.
1. თავდაპირველად დონამ რაფინირებული შაქარი ამოიღო მენიუდან
"მეგონა, რომ შაქარი დაღლილობასთან ბრძოლაში მეხმარებოდა. თავიდან გამიჭირდა მასზე უარის თქმა, მაგრამ შემდეგ ბევრად უკეთესად ვიგრძენი თავი".
2. შემდეგ უარი თქვა ცომეულზე
"შესაძლოა, ეს პროდუქტი არც ისე ცუდია, მაგრამ მე მას ძალიან დიდი რაოდენობით ვიღებდი. ხორბლის პრაქტიკულად ყველა ნაწარბი ძლიერად გადამუშავდება და არ კვებავს ორგანიზმს".
3. უარი თქვა რძის პროდუქტებზე
"არსებობს სასარგებლო რძის ნაწარმი და მავნებელიც. აქამდე ვჭამდი რძიან შოკოლადს, ნაყინს, გაყინულ იოგურტს და სხვა არასასარგებლო ნაწარმს. ყველაფერ ამაზე უარი ვთქვი და ასევე, ძროხის რძე ჩავანაცვლე ბრინჯის რძით".
4. გამორიცხა ფასტფუდი
"ყველაფერი, რაც ყუთებსა და შეფუთვებში იყიდება – ჩემთვის არ არის!"
5. შემდეგ დონამ რაციონიდან ხელოვნური დამატკბობლები, წითელი ხორცი და ალკოჰოლი ამოიღო
"პირველი კვირის შემდეგ უკვე ბევრად უკეთ ვიკვებებოდი. წონამ სწრაფად დაიწყო კლება. 14 დღის შემდეგ იგივე შემართებით გავაგრძელე, მაგრამ კვირაში ერთხელ ერთ-ერთ ჩემს საყვარელ, არასასარგებლო პროდუქტს მივირთმევდი. წონას ეს არ შეხებია."
დონას თქმით, ერთადერთი, რაც სასურველი წონის მიღწევისთვის არის საჭირო, სწორი კვებაა, მაგრამ როცა ძალიან გინდა რაიმე გემრიელი, მაგრამ მავნებელი, ცოტა დასაშვებია.
ასევე იხილეთ:
მკითხველის ბლოგი: ერთ თვეში 14 კილო დავიკელი… დაიხმარეთ დიეტის დროს ოჯახის წევრები!