ყველაზე არასტანდარტული და შედარებით სასიამოვნო დიეტაა. იგი 2008 წელს შეადგინეს და მაშინვე მიიპყრო მილიონობით ქალის ყურადღება.
პროდუქტების მირთმევა არ გეკრძალებათ, ორ კვირაში კი შვიდ კილომდე იკლებთ. სცადეთ, ფერად დიეტას ორგანიზმისთვის სარგებლის მეტი არაფერი მოაქვს.
ფერადი დიეტის 7 წესი:
დიეტაზე ყოფნის დროს გეკრძალებათ:
ფასტ-ფუდი, ცხიმიანი, შემწვარი და მლაშე საკვები; საკონდიტრო ნაწარმი და შაქარი;
ექვსი მსუყე დღის შემდეგ მეშვიდე დღე მხოლოდ წყალზე უნდა გაატაროთ;
უნდა ჭამოთ დღეში ხუთჯერ, მცირე ულუფებით;
დღის ბოლო საკვები უნდა მიიღოთ დაძინებამდე 2 საათით ადრე;
საკვები მოხარშეთ, გამოაცხვეთ ან ორთქლზე მოამზადეთ;
საუზმემდე და ძილის წინ აუცილებლად დალიეთ ცხელი წყალი;
მენიუ იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი გაგრძელება 6 კვირითაც შეიძლება, მაგრამ სასურველია, 2 კვირა მაინც გაძლოთ, რათა შედეგში დარწმუნდეთ.
პირველი დღე - თეთრი
მთელი დღე უნდა მიიღოთ თეთრი ფერის საკვები, შეუზღუდავად. პროდუქტების სია მრავალფეროვანია: ბრინჯი, რძის პროდუქტები, ყველი, კომბოსტო, მაკარონი, კვერცხის ცილა, თეთრი ლობიო, ქათმის თეთრი ხორცი.
მეორე დღე - წითელი
"წითელ" დღეს უნდა მიირთვათ წითელი პროდუქტები: პომიდორი, ჭარხალი, წითელი ხიზილალა და თევზი, საზამთრო, წითელი ლობიო, წითელი წიწაკა, ალუბალი, წითელი მოცხარი. შეგიძლიათ საკუთარ თავს ერთი ბოკალი წითელი ღვინის დალევის ნებაც მისცეთ.
მესამე დღე - მწვანე
ისპანახი, კივი, კიტრი, კომბოსტო, სალათის ფურცელი, მწვანილი, მწვანე წიწაკა, ბროკოლი, ვაშლი, პიტნა და რა თქმა უნდა, მწვანე ჩაი.
მეოთხე დღე - ნარინჯისფერი
ამ დღეს უნდა მიირთვათ: ფორთოხალი, მანდარინი, სტაფილო, გოგრა, მანგო, ქაცვი, გარგარი, ხურმა, კურაგა, ნარინჯისფერი პომიდორი. დღის განმავლობაში უნდა დალიოთ 1 ლიტრი სტაფილოს ან ფორთოხლის წვენი.
მეხუთე დღე - იისფერი
ბადრიჯანი, მოცვი, ყურძენი, მაყვალი, იისფერი კომბოსტო, ქლიავი; დალიეთ ყურძნის ან ქლიავის კომპოტი.
მეექვსე დღე - ყვითელი
დღეს თქვენს მენიუშია: კვერცხის გული, ანანასი, ბანანი, ატამი, მსხალი, სიმინდი, ყვითელი ვაშლი და წიწაკა, თაფლი. დალიეთ ანანასის ან ატმის წვენი.
მეშვიდე დღე - უფერული
განტვირთვის დღე მხოლოდ მინერალურ, უგაზო წყალზე უნდა გაატაროთ.
ასევე იხილეთ:
დაიკელით ერთ კვირაში 5 კილო! ვაშლის დიეტა - გემრიელი და სასარგებლო!