თუ პლაჟის სეზონისთვის რამდენიმე კილოგრამის მოკლება გაქვთ გადაწყვეტილი, ამ დიეტის წყალობით ნატვრას მალე აისრულებთ. გთავაზობთ ფრანგულ ექსპრეს-დიეტას, რომლის დაცვითაც ერთ კვირაში 5 კილოს დაიკლებთ და ელეგანტურ შავ, პატარა კაბაში თავს იდეალურად იგრძნობთ.
დიეტის დროს დაივიწყეთ ალკოჰოლი, ყოველდღიურად, ჩაისა და ყავის გარდა, სვით ერთი ლიტრი წყალი.
პირველი დღე
საუზმე: ნახევარი ნესვი.
წახემსება: ბოსტნეულის წვნიანი, ან სალათი ყავისფერი ბრინჯითა და ზეითუნის ზეთითა (1 ჩაის კოვზი) და ლიმონის წვენით.
სადილი: მწვანე საალთი ლობიოთი და ზეითუნის ზეთით.
მეორე დღე
საუზმე: ვაშლი, სტაფილო, ფორთოხალი.
წახემსება: ბოსტნეულის წვნიანი და მწვანე სალათი.
სადილი: ბოსტნეულის სალათი, მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო, გახეხილ სულგუნთან ერთად.
მესამე დღე
საუზმე: 1 ჭიქა ცხელი წყალი სოიის რძესთან ერთად 2 ნაჭერი დაღერღილი მარცვლის პური კარაქთან ერთად.
წახემსება: 3 ცალი ხილი, 20 გრამი ქიმიში და 30 გრამი ფინიკი.
სადილი: ბოსტნეულის სალათი, მაკარონი ტომატის სოუსით.
მეოთხე დღე
საუზმე: ნახევარი გრეიფრუტი, 1 ცალი ვაშლი, მაწონი 1 ჩ/კ თაფლითა და ნუშით.
წახემსება: გამომცხვარი კარტოფილი შეზავებული 1 სადილის კოვზი არაჟნით და კამით. კომბოსტოს სალათი, 1 ცალი მსხალი.
სადილი: გამომცხვარი ბოსტნეულის გახეხილი სულგუნით.
მეხუთე დღე
საუზმე: წყალზე მოხარშული ფაფა, 1 ჩ/კ კარაქთან ერთად. 1 ნაჭერი დაღერღილი მარცვლის პური კარაქთან ერთად.
წახემსება: სალათა კომოსტოთი, კურაგა, ნუშით, მაწვნითა და თაფლით შეზავებული. 1 ცალი გამომცხვარი ვაშლი.
სადილი: ბოსტნეულის სალათი, ორთქლზე მოხარშული ქათმის ფილე.
მეექვსე დღე
საუზმე: ერბოკვერცხი ქამასოკოთი, ფორთოხლის წვენი.
წახემსება: ყაბაყის სუპ-პიურე, 2 ნაჭერი დაღერღილი მარცვლის პური კარაქთან ერთად, ავოკადო და ნიახური.
სადილი: ხუმუსი, ორთქლზე მოხარშული თევზის ფილე, ისპანახი ლიმონის წვენით.
მეშვიდე დღე
საუზმე: გრეიფრუტის წვენი, 2 ცალი გამომცხვარი ვაშლი, გახეხილი ნუშითა და იოგურტით.
წახემსება: რიზოტო სოკოთი, 1 ცალი მსხალი.
სადილი: რაგუ ბოსტნეულითა და ქათმის ფილეთი, გამომცხვარი ვაშლი