ეს 10-დღიანი განსატვირთი დიეტა ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე დაგაკლებინებთ 5-6 კგ-ს. 10 დღეზე მეტი მისი დაცვა რეკომენდებული არ არის.
ამ 10 დღეში შედის 5 "ცილოვანი" და 5 "ნახშირწყლოვანი" დღე, რომლებიც ერთმანეთს ცვლის.
მნიშვნელოვანია: 10 დღის განმავლობაში უარი თქვათ მარილსა და სანელებლებზე.
მაშ ასე, 10-დღიანი დიეტის მენიუ:
ცილოვანი დღე:
გაღვიძებისთანავე დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი.
საუზმე – მოხარშული კვერცხი, მწვანე სალათა (ნებისმიერი მწვანე ბოსტნეულისგან მომზადებული).
შემდეგ მთელი დღის განმავლობაში მიირთმევთ შემდეგი წესით მომზადებულ მოხარშულ ქათამს:
დაასხით ქათამს წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, ადუღეთ რამდენიმე წუთი, გადაუღვარეთ წყალი, გარეცხეთ ქათამი, შემდეგ კვლავ დაასხით წყალი და ადუღეთ, სანამ ქათამი არ მოიხარშება.
დღეში შეგიძლიათ მიირთვათ 700-800 გრ ქათმის ხორცი, ოღონდ არა ერთ მიღებაზე, გაანაწილეთ ის საკვების 3-4 მიღებაზე.
ნახშირწყლოვანი დღის რაციონი:
1-1,5 კგ სხვადასხვა ბოსტნეული (კარტოფილის გარდა).
ბოსტნეული შეიძლება იყოს როგორც უმი, ასევე მოხარშული (ჩათუთქული).
დღის განმავლობაში მიირთვით 6-8-ჯერ, სალათის პატარ-პატარა ულუფები.
არაჩვეულებრივი იქნება ამ დღეებში კუჭ-ნაწლავის "დასაგველი სალათის" მირთმევა, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:
იხ. სალათის რეცეპტი.
დიეტა არ შეიძლება ორსულებისთვის, ქრონიკული დაავადებებისა და სხვა ისეთი ავადმყოფობის დროს, როცა ექიმის მიერ დანიშნულ სპეციალურ კვების რეჟიმს იცავთ.