ქეთა თოფურიას დიეტა ორსულობის შემდეგ - როგორ გამოიყურება მომღერალი საცურაო კოსტიუმში - Marao

ქეთა თოფურიას დიეტა ორსულობის შემდეგ - როგორ გამოიყურება მომღერალი საცურაო კოსტიუმში

2015-07-29 11:14:24+04:00

15 ივნისს ”ა-სტუდიოს” 28 წლის სოლისტი ქეთა თოფურია გოგონას დედა გახდა. ოლივია ამერიკაში, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლინიკაში დაიბადა. მომღერალი ჩვილთან და მეუღლესთან - ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან ერთად, დღემდე ამერიკაში რჩება.

ოლივია ქეთასთვის პირველი შვილია, ლევისთვის კი - მეორე გოგონა. 16 წლის სოფია მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

რამდენიმე დღის წინ კი ქეთამ სანაპიროზე, საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. მისმა თაყვანისმცემლებმა აღიარეს, რომ ახალნამშობიარევი მომღერალი მშვენიერ ფორმაშია და მოხდენილი სხეულის საიდუმლოს გამხელაც სთხოვეს.

”გოგოებო, გადავწყვიტე თქვენთვის მომეწერა, რადგან ყველა მეკითხება, ასე სწრაფად როგორ ჩავდექი ფორმაში. გპასუხობთ: მხოლოდ ერთი მეთოდით: პირი უნდა დაკეტოთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ზედმეტი 5 კილო მაქვს (ფოტოზე არ ჩანს, რადგან პოზირება კარგად გამომდის), წონაში ჯერ ვერ ვიკლებ, ალბათ, ორგანიზმს არ სურს ყველაფრის სწრაფად დაკლება, თუმცა დიეტაზე ვარ. ცილოვანი დიეტა + უჯრედისი და ბევრი წყალი. ანუ სწორი კვება” - გაუზიარა რჩევა მომღერალმა თაყვანისმცემლებს.

საზღვარგარეთ მშობიარობა ქეთას მეუღლემ შესთავაზა. თოფურიამ იმ კლინიკაში იმშობიარა, სადაც მადონასა და კიმ კარდაშიანის შვილები დაიბადნენ.