მტანჯველი შიმშილი აღარ შეგაწუხებთ, თუ ამ დიეტას დაიცავთ. კუჭი თანდათან დაგიპატარავდებათ და წონაშიც დაიკლებთ. საშუალოდ, 3 თვეში 15 კილო უნდა დაიკლოთ. მანამდე კი გაეცანით დიეტის წესებს:
ხანგრძლივობა შეზღუდული არაა. ეს დიეტა შეგიძლიათ ცხოვრების წესად აქციოთ. თუმცა, გახსოვდეთ, დიეტის დაცვა დაუშვებელია, თუ ხართ ფეხმძიმე, ბუნებრივ კვებაზე გყავთ ბავშვი, გაწუხებთ ქრონიკული დაავადებები.
დიეტა განკუთვნილია მათთვის, ვინც დანაყრებამდე ვერ დგება მაგიდიდან, რითაც ზრდის კუჭს და იმატებს წონაში. დიეტის დროს ვერ იგრძნობთ შიმშილის გრძნობას, გაწელილ კუჭს ჩვეულ ფორმაში დააბრუნებს, დაარეგულირებს შაქრის დონეს სისხლში. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
დიეტი მარტივი წესები:
1. ნებისმიერი საკვების მიღების დროს თეფშზე ხუთ სადილის კოვზე მეტი კერძი არ დაიდოთ.
2. დაარეგულირეთ, რომ ჭამას შორის პაუზა სამ საათზე ნაკლები არ იყოს.
3. ჭამა შეიძლება ძილის წინ და ღამითაც, თუ პირველ ორ პუნქტს დაიცავთ.
4. მენიუ შეგიძლიათ ნებისმიერი პროდუქტისგან შეადგინოთ.
5. გეკრძალებათ გაზიანი და ყველა ტკბილი სასმელი.
6. უშაქრო ყავა და ჩაი შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ.
7. მოერიდეთ სოუსებს, მარინადებს, მლაშე და ცხარე საკვებს, რაც მადას ააქტიურებს.
8. მოერიდეთ შემწვარ, ფრიტიურში მომზადებულ საკვებს, ნახევარფაბრიკატებს. ის, რაც შეიძლება მიირთვათ უმი სახით, მიირთვით უმად, დანარჩენ შემთხვევაში - მოხარშული, მოთუშული, ორთქლზე მომზადებული.
9. სადილის კოვზზე 20 მლ-ზე მეტი არ უნდა მოთავსდეს. რაც შეეხება მშრალ საკვებს (სალათი, ფაფა), კოვზი არ უნდა გაადაავსოთ, მასზე საკების გორა არ უნდა გაჩნდეს.
10. მოერიდეთ ტკბილეულის ჭამას, აგრეთვე ძალიან ტკბილ ხილს.
11. სალათი შეგიძლიათ მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთით შეაზაოთ.
12 გაამდიდრეთ რაციონი ცილით (კვერცხი, ქათმის თეთრი ხორცი, საქონლის უცხიმო ნაჭერი, რძის პროდუქტები).
დღის მენიუ (ზოგადი, პროდუქტები თავად შეგიძლიათ ცვალოთ):
8 საათი - შვრიის ფანტელის ფაფა ხილით, ყავა.
11 საათი - ბანანი, ვაშლი, ან პომიდორი.
14 საათი - მოხარშული ხორცი.
17 საათი - ბოსტნეულის სალათი.
20 სააათი - ხაჭო.
23 საათი - მაწონი.
ნუ დაგავიწყდებათ წყლის სმა. ჭამამდე 10-15 წუთით ადრე და ჭამის დასრულებისან 30-40 წუთის შემდეგ.