ქართველ ქალბატონებს სატელევიზიო სივრცეში კორეული სერიალების გამოჩენასთან ერთად ახალი კუმირები გაუჩნდათ.
პირველი კორეული სერიალი "იმპერატორის მეუღლე" პალიტრა tv-ზე გავიდა და სწრაფად დაიპყრო არამარტო დიასახლისების გული. კიდევ უფრო გასაოცარი აღმოჩნდა, როდესაც შევიტყვე, რომ ჩემი ერთ-ერთი ახლობელი კორეულ ბრინჯის დიეტაზეა, რომელიც დაქალმა ურჩია. იგი სოციალურ ქსელში ფილმის მთავარმა გმირმა ხა ჯი ვონ გაავრცელა, რომელიც სერიალშიც და ცხოვრებაშიც მშვენივრად გამოიყურება.
გთავაზობთ "იმპერატორის მეუღლის" ბრინჯის დიეტას, რომელიც მსახიობმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც ირკვევა, მსახიობი ამ დიეტას არა მხოლოდ გასახდომად, არამედ ორგანიზმის გასაწმენდადაც მიმართავს პერიოდულად, რადგან ითვლება, რომ ბრინჯს უნარი აქვს, ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინები შთანთქოს. ამასთან, გემრიელია, მაწიერი და შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს.
ბრინჯის შვიდდღიანი დიეტა
სრული კურსის ჩასატარებლად მხოლოდ ერთი კვირაა საჭირო.
500 გრ მოხარშულ ბრინჯს სურვილისამებრ დაუმატეთ ორთქლზე მოხარშული თევზი, ფრინველის ხორცი, ხილი ან ბოსტნეული.
დანამატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200 კალორიას.
შეგიძლიათ ბრინჯი რამდენიმე ულუფად გაანაწილოთ და ისე მიირთვათ დღის განმავლობაში.
დიეტის დროს სასურველია მიირთვათ მწვანე ჩაი და დიდი რაოდენობით წყალი.
ამჟამად პალიტრა tv-ზე კიდევ ერთი კორეული სერიალი გადის, სახელწოდებით "ტახტის მემკვიდრე". გახდება თუ არა ამ სერიალის გმირების ცხოვრების სტილი ქართველი დიასახლისებისთვის მაგალითი, ამას მალე შევიტყობთ.
იხილეთ ვიდეო
ასევე დაგაინტერესებთ:
სერიალ "დიდებული საუკუნის" მთავარი როლის შემსრულებლის, მერიემ უზერლის დიეტა