თუკი ამ ჩვევას გამოიმუშავებთ, შედეგი გარანტირებულია- თანაც ისე, რომ დიეტისთვის სპეციალური პროდუქტების შეძენა არ მოგიწევთ
თუკი საუზმის, სადილისა და სამხარის წინ ნახევარ ლიტრ წყალს დალევთ ნელა, მაგრამ სტაბილურად დაიწყებთ წონაში დაკლებას- ეს დასკვნა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უნივერიტეტის მკვლევარებმა გააკეთეს ექსპერიმენტზე დაყრდნობით.
მეცნიერებმა 84 ადამიანი აარჩიეს, რომლებიც ზედმეტ წონას უჩიოდნენ. ისინი ორ ჯგუფად დაყვეს და მათ 12 კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ. პირველი ჯგუფის მონაწილეები ჭამამდე ცოტა ხნით ადრე ნახევარ ლიტს წყალს სვამდნენ და ამის შემდეგ წვენისა და გაზიანი სასმელის მიღება ეკრძალებოდათ.
მეორე ჯგუფის 43 მონაწილეს კი მხოლოდ ერთი საკვების მიღებამდე სთხოვდნენ იგივე რაოდენობის წყლის მიღებას.
შედეგად, პირველი ჯგუფის წევრებმა 12 დღეში 4,3 კილოგრამის დაკლება მოახერხეს, ხოლო მეორე ჯგუფის წარმომადგენლებმა, მხოლოდ 0,8 გრამი დაიკლეს.