იდეალური საუზმე მათთვის, ვინც არ საუზმობს!
ყველამ ვიცით, რა მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის საუზმე და ყველამ ვიცით, რომ საუკეთესო საუზმე – ეს შვრიის ფაფაა.
თავდაპირველად აგიხსნით, რომ შვრია – ყველაზე მძლავრი მეტაბოლური რეგულატორია. ის არა მარტო ასუფთავებს ორგანიზმს, არამედ გაძლევთ ენერგიას; განაყრებთ და გამდიდრებთ უამრავი ვიტამინითა და მინერალით.
თუკი ვერ აიძულებთ თავს, მიირთვათ დილით ერთი ულუფა შვრიის ფაფა, დალიეთ ერთი ჭიქა შვრიის კოქტეილი.
კოქტეილი დაგანაყრებთ და ამასთან, ის ძალიან ცოტა კალორიას შეიცავს. ის დაბლა სწევს ქოლესტერინს და შეიცავს რა დიდი რაოდენობით ლინოლის მჟავასა და ომეგა-6-ს, დაიცავს თქვენს გულს გადატვირთვისგან, სისხლში დაბლა დასწევს ქოლესტერინს.
რამდენ ხანს უნდა ვსვათ შვრიის კოქტეილი?
კოქტეილი შეგიძლიათ სვათ მთელი თვის განმავლობაში ყოველდღიურად და რა თქმა უნდა, უზმოზე. თუკი შეძლებთ, შეგიძლიათ ჩართოთ ის თქვენს რაციონში მთელი ცხოვრება (პატარ-პატარა შესვენებებით).
როგორ მოვამზადოთ:
აიღეთ ერთი ჭიქა წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა და დაუმატეთ მას ერთი ჭიქა წყალი. შედგით მაცივარში მთელი ღამით. დილით დააბლენდერეთ და დაუმატეთ კიდევ ერთი ჭიქა წყალი.
კვლავ გათქვიფეთ, შემდეგ გაწურეთ და მიღების წინ დაუმატეთ მას 4 ჭიქა ადუღებული წყალი.
მიღებული მასა 4 საუზმეზე უნდა გეყოთ. ერთი ჭიქა დღეში საკმარისი იქნება.
კოქტეილი შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით და დაუმატოთ მწიკვი დარიჩინი.
დალიეთ უზმოზე ერთი ჭიქა, ხოლო დარჩენილი კოქტეილი შეინახეთ მაცივარში. სულ მალე თქვენი ორგანიზმი ამისთვის მადლობას გადაგიხდით.