თუ მილიონი დიეტა მოსინჯეთ, ვარჯიშობთ, შეამცირეთ კალორიულობა და მაინც ვერ მოიშორეთ ზედმეტი კილოგრამები, ეს სტატია თქვენთვის მოგვიმზადებია. გულახდილად განვიხილავთ ყველა ხელის შემშლელ ფაქტორს.
არ ივარჯიშოთ განტვირთვის დღეებში - თუ ერთი დღით საკვებზე უარი განაცხადეთ, აქტიურობაც მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ. დარჩით შინ და ტელევიზორს უყურეთ, წიგნი წაიკითხეთ. მუშაობა/სწავლა უკვე ცუდია, როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე კუნთებისთვის.
განტვირთვის დღე სიკეთე თუ ბოროტება - თუ მთელი კვირა გემრიელად ჭამთ, ერთ დღეს კი შიმშილს აწყობთ, ორგანიზმს შოკში აგდებთ. უნდა ჭამოთ ყოველ 4-5 საათში. ადგეთ და დაიძინოთ ერთი და იმავე დროს. არც შიმშილი შეიძლება და არც გადაძღომა.
რამდენი ნახშირწყალი უნდა მივიღოთ? - თუ უმოძრაო ცხოვრების წესი გაქვთ, მისი მიღება მინიმუმადე უნდა დაიყვანოთ. მაგრამ თუ მოთენთილი გახდით, - გაზარდეთ. თუ ცხოვრების აქტიური წესი გაქვთ, მიიღეთ ნახშირწყლები, სასურველია, საუზმეზე ფაფა მიირთვათ.
რამდენი ცხიმი უნდა მივიღოთ? - ქალებმა დღეში 30 გრამზე მეტი ცხიმი არ უნდა მიიღონ. თუ მენსტრუაციასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, გაზარდეთ 50-მდე. თუ ცხიმიანო ნორმალური გაქვთ, მაგრამ ციკლი არეული, ე.ი. ცოტას ჭამთ და ენერგია არ გყოფნით. ან წესიერად ჭამეთ, ან დატვირთვა შეამცირეთ. ცხიმი აუცილებელუა ჰორმონების სინთეზირებისთვის. ჰორმონებზე კი მთელი ჩვენი ცხოვრებაა - მადა, განწყობა, მეტაბოლიზმი, თმის, კანის, მდგომარეობა - დამოკიდებული.
რამდენი ცილა უნდა მივიღოთ? - თუ კუნთოვანი მასის გაზრდა არ გსურთ, ექიმების რჩევით, საკუთარი მასის ერთ კილოზე 1 გრამი ცილა უნდა მიიღოთ. ზოგიერთი ცილის რაოდენობას კილოზე 1,5 და 2 გრამამდეც ზრდის, მაგრამ მაინცდამაინც ნუ გათამამდებით, რათა თირკმლების მუშაობის დარღვევა არ გამოიწვიოთ.
ვარჯიში უძილობის დროს - დაუშვებელია. ჯერ ძილის რეჟიმი გამოასწორეთ და მერე დაიწყეთ ვარჯიში.
ვჭამოთ თუ არა ღამე? - ამაზე საშიში ჭამას შორის დიდი შუალედებია. რაც ნეგატიურად მოქმედებს ნაღვლის ბუშტზე, შეიძლება კენჭებიც გაჩნდეს. ამიტომ, ჭამეთ მცირე ულუფებით, 2,5-3 საათი შუალედში და მაქსიმალურად ბევრი იარეთ ფეხით.
რაც შეხება ღამე ჭამას. ვახშამი დაძინებამდე 3 საათით ადრე უნდა მიირთვათ. თუ გვიანობამდე არ იძინებთ, შიმშილი მოსვენას დაგიკარგავთ და უმჯობეშია მაწონი მაინც მიირთვათ. არა ტკბილი ხილი, ორცხობილა და ა.შ. ამასთანავე, მაქსიმალურად მოერიდეთ სავსე კუჭით დაძინებას.
გახდით სწორად - თუ ლამაზი სხეული გსურთ, კუნთოვანი სხეულის გაზრდის გარეშე, გახდით ბადმინტონით, ცეკვებით, სიარულით. თუ დაბალკალორიულ დიეტაზე დაჯდებით და დატვირთვას გაზრდით, მეტაბოლიზმი დაგერღვევათ, კუნთები გაგიჩნდებათ და ვერც წონას დაიკლებთ.
წარმატებას გისურვებთ!