ნებისმიერი ქალის სხეულის აღნაგობა მთლიანადაა დამოკიდებული გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობაზე, ნივთიერებათა ცვლასა და ფსიქიკაზე.
ქალის სხეულის აღნაგობა ძირითადად ოთხ ტიპად იყოფა - ნატიფი, ხმელ-ხმელი (ძარღვმაგარი), მადისაღმძვრელი და შემოქმედებითი. შესაბამისად, თუ იცით, რომელ ტიპს მიეკუთვნებით, შესაძლებელია პრობლემური ზონებისაგან გათავისუფლდეთ და თქვენი სხეული საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოთ.
მაშ ასე, თუ სხეული მოზარდისას მიგიგავთ (წვრილი ძვლები და ვიწრო თეძოები გაქვთ), ე.ი. ნატიფი აღნაგობის ტიპს მიეკუთვნებით. თუ წონის პრობლემას არასოდეს შეუწუხებიხართ და არც ცელულიტი აღგენიშნებათ, მაშინ ეს მართლაც თქვენი ტიპია. ასეთი ქალები საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებენ მოხდენილ ფიგურას, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც სუქდებიან.
იმისათვის, რომ მომავალში ამ პრობლემამ თავი არ იჩინოს, თქვენს რაციონს გადახედეთ. მიიღეთ დიდი რაოდენობით ცილა (ბურღულეული, ხორცეული, თევზეული, კვერცხი) და ნაკლებად გაანებივრეთ თავი ნახშირწყლებით (პური, მაკარონი). შეზღუდულად მიიღეთ რძე, ტკბილეული, გაზიანი სასმელები, პურ-ფუნთუშეული. ამასთან, დღიური ულუფის დიდი ნაწილი საუზმეზე უნდა მიირთვათ, სადილი კი ერთობ მსუბუქი უნდა იყოს. სპორტით სერიოზულად გატაცება საჭირო არ არის, მაგრამ დროდადრო წავარჯიშება არ გაწყენთ.
თუ თქვენი სხეულის ზედა ნაწილი (ფართო მხრები, ლამაზი მკერდი, ქვედაზე (ვიწრო თეძოები, ძლიერი ფეხები) დიდია, ე.ი. თქვენ ძარღვმაგარ ტიპს მიეკუთვნებით, მით უფრო, თუ ცელულიტი არ გაწუხებთ, მაგრამ მკერდისა და მუცლის არეში ცხიმის ჩალაგებისკენ ხართ მიდრეკილი და თქვენი სხეული ათლეტურს წააგავს.
იმისათვის, რომ პრობლემურმა ადგილებმა თავი არ შეგახსენოთ, დიეტის დაცვას გირჩევთ. შეეცადეთ, შეზღუდოთ მწარე, მარილიანი საკვები, ხორცეული და ალკოჰოლი, ასევე სოუსები, ნაღების კარაქი და შოკოლადი. თქვენს რაციონში დიდი რაოდენობით უნდა იყოს ხილი (განსაკუთრებით ნესვი) და ბოსტნეული. ჯობს, ვეგეტარიანული დიეტა დაიცვათ. რაც შეეხება ფიზიკურ ვარჯიშებს, თუ უკვე დადიხართ აერობიკაზე ან დარბიხართ, ეს საქმიანობა განაგრძეთ. თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ, დაფიქრდით, რომელ სპორტს არჩევთ. უმჯობესი იქნება, ცურვის წრეში ჩაეწეროთ.
სრულად იხილეთ: reitingi.ge