იოგა დღითიდღე პოპულარული ხდება. უამრავი სტუდია გვთავაზობს ასანების სწავლა-შესრულებას, მაგრამ არის ერთი პოზა (ასანა), რომლის გაკეთებაც შინ მარტივად შეგიძლიათ. შედეგს კი საოცარს მიიღებთ.
ასანას "ძაღლი სახით დაბლა" ჰქვია და ძალიან მარტივი შესასრულებელია. პოზა აამუშავებს სხეულის თითოეულ კუნთს, შეგმატებთ ელასტიურობას, გახდებით მოხდენილი და მოქნილი.
რისთვის არის ეს ასანა საჭირო: თუ კომპიუტერთან მუშაობის გამო გეღლებათ ზურგი, იგი კარგად გაგივარჯიშებთ გულ-მკერდის ზონას, გაგიმაგრებთ ხერხემალს, ხელების კუნთებს. გაგიუმჯობესდებათ სიარულის მანერა, დაგითხელდებათ დუნდულებისა და ფეხის კუნთების, ასევე მუცლის ზონა და გაგიუმჯობესდებათ კუჭ-ნაწლავის მოქმედება. სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება, აივსებით ენერგიით. ტვინი დაიწყებს აქტიურ მუშაობას, იმუნიტეტი გაგიძლიერდებათ და, რაც მთავარია, დაივიწყებთ უძილობას, დაღლილობასა და დეპრესიას.
დადექით სწორად, ტერფები იატაკს მიაბჯინეთ, ასწიეთ ხელები მაღლა, მოიხარეთ და ეცადეთ, ხელები იატაკზე დაალაგოთ. დაეყრდენით იატაკს ხელებით. არ მოხაროთ მუხლები. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ, მოდუნდეთ ამ პოზაში. გაჩერდით 1 წუთის განმავლობაში, ისუნთქეთ მშვიდად. დროის გასვლის შემდეგ ფრთხილად ასწიეთ ტორსი, თავი და ხელები, ასწიეთ ხელები მაღლა და დაუშვით. ასანა შესრულებულია. ახლა თქვენ ენერგიული და მოქნილი ხართ. შემდეგ დღეებში, როცა სხეული მიეჩვევა ამ პოზას, ეცადეთ, ხელები მაქსიმალურად წინ დადგათ და მაქსიმალურად დაბლა დაიხაროთ.