იდეალური სხეულის მიღწევით შეპყრობილი ქალები ხშირად ივიწყებენ საკუთარ ჯანმრთელობას და მკაცრი დიეტებითა და ფიზიკური აქტივობით ზიანს აყენებენ ორგანიზმს.
არადა, შესანიშნავი შედეგის მიღება უსაფრთხო დიეტითაც არის შესაძლებელი. გთავაზობთ 14-დღიან კვების გეგმას, რომელიც გაგათავისუფლებთ ზედმეტი კილოგრამებისგან ისე, რომ არ ავნებთ ჯანმრთელობას.
თუკი დიდი ხანია ლამაზ სხეულზე ოცნებობთ, აუცილებლად უნდა სცადოთ ეს დიეტა!
დღე 1: მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 2-3 კვერცხი, ხოლო ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
დღე 2: 1 ლიტრი კეფირი და 500 გრ ხაჭო ნაკლებცხიმიანი არაჟნით.
დღე 3: ხილი და უმი ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით, 1 ლ კეფირი და 1 ლ ხილის წვენი.
დღე 4: 500 გრ ქათმის ფილე ან თევზი, 1 ლ კეფირი.
დღე 5: ხილი და უმი ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
დღე 6: 400-500 გრ ხაჭო ნაკლებცხიმიანი არაჟნით, 1 ლ კეფირი.
დღე 7: ხილი და უმი ბოსტნეული შეუზღუდავი რაოდენობით.
დღე 8: 300 გრ ქათმის ფილე, 1 კვერცხი, ბოსტნეულის სალათა შეუზღუდავი რაოდენობით.
დღე 9: ხილი შეუზღუდავი რაოდენობით, 150 გრ ძროხის ხორცი, პომიდვრისა და კიტრის სალათა ზეთით შეუზღუდავი რაოდენობით.
დღე 10: 150 გრ სოკო, 2 ნაჭერი ჭვავის პური, კიტრის და პომიდვრის სალათა ზეთით ნებისმიერი რაოდენობით, 1/2 კეფირი.
დღე 11: 2 კვერცხი, 150 გრ ძროხის ხორცი, 4 ნაჭერი ჭვავის პური, ბოსტნეულის სალათა, 1/2 კეფირი.
დღე 12: 1 ლიტრი კეფირი, ხილი და ბოსტნეული შეუზღუდავად.
დღე 13: 300 გრ ქათმის ხორცი, ბოსტნეულის სალათა შეუზღუდავად, 2 კვერცხი.
დღე 14: 4 ცალი მოხარშული კარტოფილი, ხილი შეუზღუდავად, 1 ლ კეფირი.
აუცილებლად უნდა შეიტანოთ ამ ორი კვირის რაციონში წყალი და მწვანე ჩაი.