ამ ქალმა საკუთარი მაგალითით უამრავი ადამიანი შთააგონა. 26 წლის ამანდამ გადაწყვიტა, რაიმე მოეხერხებინა საკუთარი წონისთვის მას შემდეგ, რაც სასწორმა 100 კგ აჩვენა.
ამანდამ საკუთარ თავზე მუშაობა დაიწყო და იმისათვის, რომ ეფექტით დამტკბარიყო, ყოველთვე ფოტოებს იღებდა. სწორედ ეს კოლაჟი გახდა ვირუსული მსოფლიო ინტერნეტქსელში.
რაშია ამანდას წონაში კლების საიდუმლო?
ის ამბობს, რომ მთავარია დაიწყო შეცვლა. საქმე არა იმაშია, რომ ერთ წამში გადაიქცე ცხიმიანი ძროხიდან მოჩვენებად. და არც იმაში, რომ თვიდან თვემდე იკლებდე წონაში და იცვლებოდა. ამანდა თვლის, რომ მისთვის პირველ ადგილზე არა გარეგნული, არამედ შინაგანი ცვლილებებია.
იმას, რაც ქალს დაემართა, თავად ამანდა "ფსიქოლოგიურ რევოლუციას" უწოდებს. ადრე ის ჩუმი, დაკომპლექსებული ქალი იყო, რომელიც უფრთხოდა სამყაროს. ახლა ძლიერი, საკუთარ თავში დარწმუნებულია და სავსეა ოპტიმიზმითა და ენერგიით. ამანდა ამბობს, რომ თუკი თქვენ მართლაც გსურთ წონაში დაკლება და ცხოვრების შეცვლა, თავდაპირველად მოგიწევთ გაატაროთ "ემოციური ინვესტიციები".
ამანდას 3 საიდუმლო იმის შესახებ, როგორ დავიკლოთ წონაში დიეტის გარეშე:
ამანდამ გადაწყვიტა, არ წასულიყო ტრადიციული მეთოდით: არ ჩაეწერა სპორტდარბაზში და არც ნორმალურად კვება აიკრძალა. არ დაიწყო სირბილი და არც შიმშილი. ამის მაგივრად, მან თანმიმდევრობაზე გააკეთა არჩევანი. გააგრძელა ნორმალურად ცხოვრება, მაგრამ შეიტანა 3 მნიშვნელოვანი ცვლილება.
1. დაიწყო მეტი ცილის მიღება
ცილების დიდი შემცველობის დიეტა აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური და ჯანმრთელი ფუნქციონირებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ცილოვან საკვებს შეუძლია თავიდან აგაცილოთ წონაში მატება, დიაბეტი, ოსტეოპოროზი და ცუდი ქოლესტერინი.
დიეტოლოგები გვაფრთხილებენ: ადამიანთა უმეტესობა არ იღებს საკვებიდან ცილის საკმარის რაოდენობას. ასე რომ, თუკი თქვენ გაქვთ მუცელი, სავარაუდოდ, საქმე სწორედ ცილების ნაკლებობაშია.
ცილებს ორგანიზმი რთულად ამუშავებს და ამ პროცესისთვის დიდი ენერგიაა საჭირო. სწორედ ამიტომაც, თუკი ცილოვან საკვებს მიირთმევთ, დიდხანს გექნებათ ნაყროვანების გრძნობა!
ყველაფერთან ერთად, ცილები სასიცოცხლოდ აუცილებელია კუნთოვანი მასის გაზრდისთვის. ამიტომაც თუკი გსურთ, რომ თქვენი კანი ბევრად მკვრივი იყოს, მიირთვით მეტი ქათმის ხორცი, იოგურტები, რძის პროდუქტები, ინდაურის ხორცი, მჭლე საქონლის ხორცი და ზღვის პროდუქტები.
2. ის იცავს გარკვეულ წესებს
ეს არ ნიშნავს, რომ ამანდა ცდილობს, ბოლომდე არ ჭამოს ულუფა. ეს ნიშნავს, რომ ის უბრალოდ ცდილობს, გამოწვევა გაუკეთოს საკუთარ შაბლონურ ქცევებს. აი, მისი ძირითადი წესები:
ჭამე დღეში 5-ჯერ. 3-ჯერ სრულფასოვნად და ორჯერ – მსუბუქი წახემსებით.
ჭამე ნელა. კუჭს დრო სჭირდება, რათა ტვინამდე მიიტანოს ინფორმაცია ნაყროვანებაზე.
გამოიყენე პატარა ჭურჭელი, რათა ნაკლები ულუფა დაიდო თეფშზე.
ჭამე მეტი წყლისა და უჯრედისის შემცველი პროდუქტი (ბოსტნეული, ხილი, მარცვლოვნები).
3. ის ზომიერად იტვირთება ფიზიკურად
ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ საუკეთესო მეთოდი, გახდე დიდი ხნით – არის რეგულარულად შეასრულო ფიზიკური ვარჯიშების პატარა კომპლექსი. თუკი მჯდომარე ცხოვრების წესს ეწევით, ვარჯიშების ოპტიმალური ხანგრძლივობა – დაახლოებით 30 წუთია.
არ არის აუცილებელი, საათობი დაჰყოთ სპორტდარბაზში. ასე არაფერი გამოვა. უფრო სწრაფად და ეფექტურად იკლებენ წონაში ის ადამიანები, ვინც დარბიან ან ველოსიპედით სეირნობენ დღეში არაუმეტეს ნახევარი საათისა, ოღონდ ამას რეგულარულად აკეთებენ.
თუკი უფრო ინტენსიურად ივარჯიშებთ, დამქანცველი დატვირთვის შემდეგ მეტს შეჭამთ და კალორიებიც უფრო აქტიურად დაგროვდება, ვიდრე ვარჯიშის დროს დაწვით.
გარდა ამისა, დაიმახსოვრეთ, რომ რეგულარული, მაგრამ უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვა - ბევრად უკეთესია, ვიდრე ინტენსიური ვარჯიში. დაივიწყეთ ლიფტის არსებობა: იარეთ კიბეზე ფეხით. თუკი მაღაზიამდე 500-700 მეტრია, მიდით ფეხით და არა მანქანით.