მოვიდა დრო, შევაჯამოთ გასული წელი. პორტალმა "მარაო.ge"-მ გადახედა რეიტინგებს და გამოკითხვებს და საინტერესო სტატისტიკა გამოავლინა.
ყველაზე კითხვად მასალებში საიტზე დიეტები ლიდერობს. ამ კატეგორიაში კი რამდენიმე ტოპ-დიეტა გამოვლინდა, რომლებიც ერთად შევკრიბეთ და ახლა წარმოგიდგენთ:
პირველი ადგილი:
წონაში კლება სწრაფად და გემრიელად – 20 დღეში მინუს 12 კგ
ხაჭოს დიეტა - დიეტოლოგებმა ხაჭოს დიეტას გახდომის ყველაზე "დანაყრებული" მეთოდი შეარქვეს.
იგი ძალიან კომფორტული დასაცველია, რადგან შიმშილის გრძნობა საერთოდ არ გაწუხებთ. ალბათ, შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ხაჭო ერთ-ერთი საუკეთესო დიეტური პროდუქტია. 100 გრამი 70-იდან (უცხიმო) 250 (სოფლის) კკლ-მდე შეიცავს. ხაჭოს დიეტის დროს შეამცირებთ კალორიების მიღებას და ხელს შეუწყობთ ზედმეტი კილოგრამების წვას. ამასთანავე, იგი მდიდარია ცილებით, ვიტამინებით, მინერალებით (განსაკუთრებით, კალიუმითა და კალციუმით) და ამინომჟავებით.
ხაჭო-მაწვნის დიეტა
ხაჭოს დიეტის დროს უნდა მიიღოთ 300-დან 500 გრამ ხაჭომდე და 2 ქილა მაწონი (1 ლიტრი) დღეში. საკვები ხუთ ნაწილად უნდა დაყოთ და მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში. თითო პორცია უნდა შეადგენდეს: 60-100 გრამ ხაჭოს და 1 ჭიქა (200 გრ) მაწონს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ წყალი (არანაკლებ 3 ლიტრისა დღეში), უშაქრო ყავა და ჩაი. ხაჭო-მაწვნის დიეტა თვეში ერთხელ 3-დან 5 დღემდე უნდა დაიცვათ.
ხაჭო-ვაშლის დიეტა
გახდომის გარდა, ამ დიეტით კუჭ-ნაწლავსაც გაისუფთავებთ. მოიმარაგეთ 300 გრამი ხაჭო და 5 ცალი ვაშლი (ერთი დღისთვის). დღეში სამჯერ მიირთვით 100 გრამი ხაჭო და თითო ვაშლი. უმჯობესია, ვაშლი იყოს გამომცხვარი. დარჩენილი ვაშლი ჭამის შუალედებში წასახემსებლად გამოგადგებათ. წყალი სვით ისევე, როგორც პირველ დიეტაშია მითითებული. დიეტის ხანგრძლივობაა 3 დღე.
ხაჭოსა და ხილის დიეტა
გასახდომად სასურველი ხილია: ანანასი, გრეიპფრუტი, ვაშლი, ფორთოხალი. დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 1 კილო ხილი (შეგიძლიათ მოამზადოთ მისგან სალათა, კოქტეილი) და 300 გრამი ხაჭო (დღეში). დიეტის ხანგრძლივობაა 5-დან 7 დღემდე. წყალი სვით ისევე, როგორც პირველ დიეტაშია მითითებული.
ხაჭო-ბანანის დიეტა
ნოყიერი და გემრიელი დიეტა განკუთვნილია აქტიური ადამიანებისთვის. იგი მდიდარია კალიუმით, მაგრამ ნაკლები ცხიმით. ამიტომ ხაჭო-ბანანის დიეტა იდეალურია გახდომისთვის. ერთი დღისთვის დაგჭირდებათ: 500 გრამი ხაჭო და საშუალო ზომის 6 ცალი ბანანი. დიეტის ხანგრძლივობაა 4 დღე. წყალი სვით ისევე, როგორც პირველ დიეტაშია მითითებული.
{{ArticleSplitCont}}
მეორე ადგილი:
კუჭ-ნაწლავის "დასაგველი" სალათა – 2 დღეში მინუს 2,5 კგ. დიეტის გარეშე!
თუ ამ სალათას 2 დღე გადაბმული მიირთმევთ, თქვენ გაიწმენდთ ნაწლავებს და მთლიანად ორგანიზმს ზედმეტი წიდებისგან და 2 დღეში 2,5 კგ-ს დაიკლებთ.
ამ სალათის მომზადება არც დაგეზარებათ და არც ზედმეტად დაიხარჯებით:
აიღეთ 1 საშუალო ზომის ჭარხალი, 1 სტაფილო, 1 ვაშლი, 100 გრ კომბოსტო და ყველაფერი დაჭერით წვრილად ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე, მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი და გემრიელად მიირთვით.
ამ სალათით განტვირთვის დღეების მოწყობა შეგიძლიათ 2 კვირაში ან 10 დღეში ერთხელ.
{{ArticleSplitCont}}
მესამე ადგილი:
წონაში სწრაფი კლება და ორგანიზმის გაწმენდა დიეტის გარეშე - უნიკალური და ძალიან მარტივი რეცეპტი
ეს უმარტივესი რეცეპტი მართლაც საოცრად მოქმედებს ორგანიზმზე.
გარდა იმისა, რომ მისი მეშვეობით სისხლში შაქრის შემცველობა დაბლა იწევს, წმენდს ნაწლავებსა და სისხლძარღვებს, ხელს უწყობს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას; ასევე, ის აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, რაც წონასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც მოგიხსნით.
რეცეპტი ძალიან მარტივია: ერთი სუფრის კოვზი დაფქული წიწიბურა გახსენით ერთ ჭიქა კეფირში (ან მაწონში), საღამოს შედგით მაცივარში და დილით საუზმემდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით. მკურნალობის კურსი – 14 დღე.
{{ArticleSplitCont}}
მეოთხე ადგილი:
სასმელი, რომელიც დიეტის გარეშე კვირაში 4 კგ-ს დაგაკლებინებთ
"გოგოებო, შოკში ვარ! ამ სასმელს ერთი კვირაა ვსვამ და 4 კგ დავიკელი" – გვწერს აღფრთოვანებული მკითხველი.
სასმელში შემავალი ყველა ინგრედიენტი სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ასე რომ, მისი მოსინჯვა ნამდვილად ღირს.
კეფირი – აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. არანაკლებ სასარგებლოა დარიჩინი – სანელებელი, რომელსაც მთელი რიგი ჯადოსნური თვისებები აქვს და ჯანჯაფილი, რომელიც ბოლო დროს ყველაზე აქტუალურ გასახდომ საშუალებად სახელდება.
სასმლის მომზადების წესი ასეთია: ერთ ჭიქა კეფირში ჩაყარეთ მწიკვი დაფქული წითელი წიწაკა, 2 ჩაის კოვზი დარიჩინი და 2 ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი.
დალიეთ ეს სასმელი დღეში 2-3-ჯერ, მაშინ, როცა რაიმეს წაცმუცვნა მოგინდებათ; ასევე, საღამოს და უკვე ერთ კვირაში დატკბით შედეგით.
{{ArticleSplitCont}}
მეხუთე ადგილი:
15 დღეში 13 კილოგრამის დაკლება – ეს შესაძლებელია. ძალიან ეფექტური დიეტა!
დიეტა ნახშირწყლებზე სრულიად უარის თქმას გულისხმობს, მაგრამ ამასთან, ის დაბალანსებულია.
კვების ეს რეჟიმი სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც საჭმლის გადამამუშავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და შესაბამისად, აქვს კანის პრობლემაც.
სულ რაღაც 2 კვირაში შეძლებთ დაიკლოთ, მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავი და სახის კანი, თავი ბევრად მხნედ იგრძნოთ.
საოცარია, მაგრამ ამისათვის საჭიროა მივირთვათ ყოველდღიურად ძალიან გემრიელი პროდუქტები...
ორშაბათი
საუზმე: 1 ფორთოხალი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ გრეიპფრუტით, ატმით, ანანასით და სხვა ხილით, ოღონდ არა ბანანით), 2 ორცხობილა (შვრიის), ყავა ან ჩაი უშაქროდ.
სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი.
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, 2 პომიდორი, 500 გრ ბოსტნეულის სალათა, 2 ორცხობილა.
სამშაბათი
საუზმე: ორშაბათის მსგავსი საუზმე;
სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი, 2 ორცხობილა.
ვახშამი: 120 გრ ხორცი (უმჯობესია ძროხის), 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.
ოთხშაბათი
საუზმე: იგივე;
სადილი: 1 ფორთოხალი, 1 მოხარშული კვერცხი, იოგურტი ან კეფირი, ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი: 120 გრ ხორცი, 1 ფორთოხალი, 1 ორცხობილა, ჩაი ან ყავა.
ხუთშაბათი
საუზმე: იგივე
სადილი: 120 გრ უცხიმო ყველი ან ხაჭო, 1 პომიდორი, 1 ორცხობილა;
ვახშამი: 120 გრ ხორცი, 2 პომიდორი, 1 ვაშლი, 1 ორცხობილა.
პარასკევი
საუზმე: იგივე
სადილი: 200 გრ ორთქლზე მოხარშული თევზი, 1 პომიდორი, 1 ორცხობილა.
ვახშამი: 500 გრ მოხარშული ან ჩათუთქული ბოსტნეული (სტაფილი, ხახვი, კომბოსტო, კარტოფილი, პარკოსნები), 1 მოხარშული კვერცხი, 1 პომიდორი.
სიურპრიზი! დასვენების დღეებში შეგიძლიათ მიირთვათ, რაც გინდათ! მთავარია – არ გადააჭარბოთ, არ დალიოთ ალკოჰოლი და მოერიდოთ დაკონსერვებულ პროდუქტებს; მარილი - ნაკლები. მეორე კვირასაც იმეორებთ იმავეს. 15 დღეში საგრძნობლად დაიკლებთ წონაში. ხოლო როცა მიაღწევთ სასურველ შედეგს, შესანარჩუნებლად ყოველ ორშაბათს დაიცავით ქვემოთ მოცემული მენიუ:
საუზმე: 2 ჭიქა ლიმონიანი წყალი.
სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, 1 ორცხობილა, 1 პომიდორი, 1 ვაშლი.
ვახშამი: 1 მოხარშული კვერცხი, 1 ორცხობილა, 1 პომიდორი.
ახლა თქვენი გადასაწყვეტია, ამ 5-დან ან იმ უამრავი დიეტიდან, რომელიც ჩვენს საიტზე დევს, რომელია თქვენთვის ყველაზე შესაფერისი. ან საერთოდ, გჭირდებათ თუ არა დიეტა.