მომღერალ ადელის წონაში დაკლების საიდუმლო ამოხსნილია: მან რაციონიდან მხოლოდ ეს პროდუქტი ამოიღო! - Marao

მომღერალ ადელის წონაში დაკლების საიდუმლო ამოხსნილია: მან რაციონიდან მხოლოდ ეს პროდუქტი ამოიღო!

2015-12-23 13:52:37+04:00

მომღერალი ადელი ყოველთვის გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი ხმით და  ფუმფულა ფორმებით. როგორც ცნობილი ადამიანებისთვის, ასევე უამრავი ქალისთვის ცნობილია სიტუაცია, როდესაც გამუდგებით ებრძვი ზედმეტ კილოგრამებს.

ადელი ამბობს, რომ წონაში დაკლების მორიგი მცდელობისას დროებით ვეგეტარიანელიც გახდა. შედეგი შესამჩნევი გახდა, თუმცა არა საკმარისი.

მომღერლის კარიერის 2-წლიანი პაუზის შემდეგ ადელი პუბლიკის წინაშე გამხდარი და გალამაზებული წარდგა. მან არ დაუმალა თაყვანისმცემლებს, თუ როგორ მოახერხა ასეთ კარგ ფორმაში ჩადგომა.

როგორ გახდა ადელი

მომღერალი აცხადებს, რომ ჩაის დიდი თაყვანისმცემელია, მას დღეში 10-12 ჭიქა ჩაის დალევა შეუძლია. თავად ჩაი საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ საქმე მცირე დეტალშია - იგი 2 კოვზ შაქარს უმატებდა სასმელში, ეს კი დღეში 25 კოვზია. ადელმა შაქარზე უარი განაცხადა, რის შედეგადაც ზედმეტი 10 კილოგრამი მოიცილა.

დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ სასმელებში, იოგურტებში, ფაფებსა და ხაჭოში შაქრის გარევით არა მხოლოდ ვიმატებთ, არამედ ჯანმრთელობასაც ზიანს ვაყენებთ.

ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტები სუპერმარკეტებში, რათა გამოირიცხოს დაფარული შაქრის შემცველობა. ამის გარკვევა პუნქტ "ნახშირბადების" წაკითხვისას არის შესაძლებელი. თუ 100 გრამ პროდუქტში 15 გრამზე მეტი შაქრის შემცველობაა ნახშირბადების საერთო რაოდენობიდან - ეს შაქრის მაღალი შემცველობის ნიშანია. ოპტიმალურია 5 გრამი შაქრის შემცველობა.