გაამდიდრე რაციონი ამ სასარგებლო პროდუქტებით და სწრაფად აღარ მოგშივდება!
გოგრა
200 გრამი გამომცხვარი გოგრა 7 გრამ უჯრედისს შეიცავს. შედარებისთვის: იმავე რაოდენობის შვრიის ფანტელის ფაფა - 4 გრამ უჯრედისს. მიირთვი გოგრა გარნირის სახით. დაუმატე ფაფაში, კარტოფილის პიურეში ან მაჭკატები მოამზადე.
კვერცხი
ამერიკელმა დიეტოლოგებმა დაითვალეს, რომ თუ ქალი კვერცხით საუზმობს, დღეში 330 კალორიით ნაკლებს იღებს. ქათმის კვერცხი 7 გრამ ცილას შეიცავს, რომელსაც ორგანიზმი ნელა ითვისებს.
შოკოლადი
ჰოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ კვებას შორის შოკოლადს მიირთმევთ, სადილსა და ვახშმაზე კალორიების რაოდენობას 15 პროცენტით შეამცირებთ.
წვნიანი მისო
სოიის პარკოსნებზე მომზადებული ტრადიციული იაპონური წვნიანი ასპროცენტიანი ცილაა, რომელსაც ორგანიზმი ნელა ითვისებს და ტვინს შიმშილის გრძნობას უქრობს. თანაც, ერთი ფიალა მისო მხოლოდ 50 კალორიას შეიცავს.