თუ, რა თქმა უნდა, ის შენი ნამდვილი მეგობარია.
”კარგი რა, მოდი, პიცა შევუკვეთოთ”
საკუთარი დაქალისთვის სიკეთე არ გსურს ან გშურს მისი. თუ გსურს, თავად ჩვეული საკვები დააგემოვნო, ნუ ეცდები, იგი სხვებსაც მოანდომო. თავად შეჭამე, ნუ აცდუნებ დიეტაზე მყოფ ადამიანს.
”ისედაც გამხდარი ხარ, რაღა უნდა დაიკლო?!”
ასეც რომ იყოს და წონაში დაკლება გამხდარმა მეგობარმა რომ გადაწყვიტოს, ეს მისი საქმეა. შენ სპეციალისტი-ფსიქოლოგი არ ხარ და კომენტარებისგან თავი შეიკავე. უმჯობესია, რეგულარულად უთხრა, რომ გიყვარს ნებისმიერ სხეულში და შენთვის არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი კილოგრამით მეტს იწონის. ამასთან, არ დაგავიწყდეს იმის შეხსენება, რომ აფასებ მის მიზანსწრაფულობას.
”უფ, ვის დაუკლია კიტრით? აი, მე...”
შენი შედეგი და გამოცდილება მხოლოდ შენია. თუ კონკრეტულად შენ არ გკითხეს, რჩევებით თავს ნურავის მოაბეზრებ. დიეტოლოგი ხარ? თუ კი, ამ შემთხვევაშიც უნდა დაელოდო, სანამ რჩევას კონკრეტულად შენ არ გკითხავენ. სერტიფიცირებული დიეტოლოგი ყველას ერთ რჩევას არ აძლევს, დიეტის შედგენამდე პაციენტზე უამრავი ინფორმაციის შეგროვება და თავისებურებების გათვალისწინება უწევს.
”თითო ხომ არ დაგველია?”
სხვათა შორის, ალკოჰოლი თავად კალორიულია, ამასთანავე, მოგაშიებთ და შინაგან აკრძალვებსაც მოგიხსნით. გინდა, დაქალის მტერი გახდე? არა? მოერიდე მისთვის ალკოჰოლის შეთავაზებას, სანამ დიეტაზეა.
”ჰიმალაის დიეტა არ გიცდია?”
უამრავი დიეტა არსებობს და შენ დაქალი საექსპერიმენტო ბაჭიად არ უნდა იქცეს. თავად კი იყავი მის გვერდით, გაამხნევე. შენი მეგობარი ზრდასრული, ჭკვიანი ადამიანია და თვითონ იცის, რომელ დიეტას აირჩევს. შენ კი აღფრთოვანება გამოხატე, როცა შედეგს დაინახავ.