ზედმეტი წონის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალურთაგანია მათთვის, ვინც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს. თუ მამაკაცს ეს საკითხი, როგორც წესი, ნაკლებად აინტერესებს, ქალები უამრავი მეთოდით ცდილობენ ზედმეტი კილოგრამების მოცილებას.
ზოგიერთი ქალი 6 საათის მერე ჭამისგან თავს იკავებს ან იწყებს მკაცრ დიეტას, ხშირ შემთხვევებში - არასწორს. სტაფილოს ჭამა საოცრების მოლოდინში საკმარისი არ არის. აუცილებელია იცოდეთ, თუ რამდენს მიირთმევთ.
თვალით პროდუქტის წონის გარკვევა რთულია.
სამზარეულოს სასწორი, რომელიც ზუსტად წონის თითოეულ გრამს, დაგეხმარებათ კალორიების რაოდენობის გაკონტროლებაში. კალორიების დათვლის პროცესი შესაძლოა მოსაწყენად მოგეჩვენოთ, მაგრამ რამდენიმე გამეორების შემდეგ ეს უკვე ჩვევად გექცევათ. შეიძინეთ ელექტრონული სასწორი - იგი უფრო ზუსტია.
მეტი მოხერხებულობისთვის გამოიყენეთ კალორიულობის ცხრილი. თითოეულ ორგანიზმს კალორიების დღე-ღამის საკუთარი ნორმა გააჩნია, რომელიც დამოკიდებულია სხეულის აგებულებაზე, ცხოვრების წესზე, აქტივობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე...
თითოეულ ჯანმრთელ ადამიანს ესაჭიროება 1 200 კკალ დღე-ღამის განმავლობაში. ამას მიუმატეთ ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა - საშუალოდ ქალისთვის 2 000 – 2 500 კკალ გამოდის.
დღე-ღამის კალორიების დათვლის მარტივი ფორმულა:
10 х წონა (კგ) +სიმაღლე (სმ) – 5 х ასაკი - 161
ნუ იჩქარებთ რაციონის შემცირებას წონის დაკლებისთვის. დასაწყისისთვის ეცადეთ დღე-ღამის ნორმის დაცვას. დათვლაში კი სამზარეულოს სასწორი დაგეხმარებათ.
იხილეთ ასევე:
ჩაინიშნეთ! დღეში რამდენი კალორია უნდა მიიღოთ სასურველი წონის მისაღებად?