ნივთიერებათა ცვლის ასამოქმედებლად და წონაში დაკლებისთვის სხეულზე არსებული გასახდომი წერტილების დამატებითი სტიმულაციაა საჭირო. თითოეული წერტილი 3 წუთის განმავლობაში საათის ისრის მიმართულებით უნდა დაიმუშაოთ.
პირველი წერტილი - მადას არეგულირებს. იგი შუა მუცელზე მდებარეობს, კუჭისა და ჭიპის შუაში. წერტილის სტიმულირება სასურველია მაშინვე, როგორც კი შიმშილის გრძნობას იგრძნობთ.
მეორე წყვილი წერტილები - ასტიმულირებს მსხვილი ნაწლავის მუშაობას. მდებარეობს ჭიპის მარჯვენა და მარცხენა მხარეს. სტიმულირებას საჭიროებს დღეში რამდენჯერმე 3-3 წუთით, საათის ისრის მიმართულებით.
მესამე წერტილი - მდებარეობს მუცლის ქვედა მხარეს, ჭიპიდან 4 თითის დადებით ქვემოთ.
გადადით ტერფის წერტილებზე.
მეოთხე წერტილი - ფეხისგულზე, დიდი ფეხის ძირში.
მეხუთე წერტილი - მდებარეობს ტერფის გარეთა მხარს, დიდი თითის ძირში, კოჭის ქვეშ.
მრავალწლიანმა ცდამ დაამტკიცა, რომ ყურის ნიჟარის მასაჟი ამცირებს წონას.
წონაში დასაკლები წერტილები ყურზე ასე გამოყურება:
პირველი წერტილი - ამცირებს შიმშილის გრძნობას.
მეორე წერტილი - ამცირებს კუჭის მოცულობას, ავითარებს მის კუნთოვან სისტემას.
მესამე წერტილი - ჰიპოთალამუსის წერტილი, ზემოქმედებას ახდენს მადაზე.
მეოთხე წერტილი - ამ ადგილის სტიმულირება მრგვალთავიანი კალმისტრით შეგიძლიათ.
ისუნთქეთ!
დღის განმავლობაში რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.
ჩასუნთქვისას გამობერეთ მუცელი და ნელა ამოსუნთქვისას ჩაჩუტეთ, თითქოს გსურთ, ჭიპი ხერხემალს მიაკრათ.
მუცლითი სუნთქვა შინაგან ორგანოებს მასაჟს უკეთებს. უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, გამოიყოფა ნეიროჰორმონები.
გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც გაიგონ წონაში დასაკლები ჯადოსნური წერტილების შესახებ.