თუ თქვენი სამსახურის სფერო ისეთია, რომ კომპიუტერის "მაუსზე" მძიმეს არაფერს სწევთ მთელი დღის განმავლობაში და ფეხები სიარულის გამო კი არა, სკამზე ჯდომისგან გტკივათ, მოსინჯეთ ერთდღიანი შიმშილობის სამკურნალო პრაქტიკა.
სკოლის სახელმძღვანელოებიდან ცნობილია, რომ საკვები ადამიანის ნაწლავებიდან 2 დღის განმავლობაში გადის. ჭამისგან ერთდღიან თავშეკავებას შიმშილობას ვერ დავარქმევთ. სწორად დაგეგმილი განტვირთვის დღე ორგანიზმს არ ავნებს, სარგებელი კი მისგან ბევრია.
1. განტვირთვის დღის შემდეგ სარკეში დანახული გამოსახულება გაგახარებთ: კანი გლუვი და მბრწყინავი გახდება, იკლებს სახის დასიება.
2. ერთდღიანი შიმშილობა სრულად გაასუფთავებს ნაწლავებს საკვების ნარჩენებისგან. საკვების მომნელებელი ტრაქტი საათივით დაიწყებს მუშაობას.
3. ნუ გაგიკვირდებათ, თუკი სასწორზე დადგომისას აღმოაჩენთ, რომ 1 კგ დაიკელით. მთავარია, მომდევნო დღეს არ აინაზღაუროთ დანაკარგი. ხანგრძლივი დადებითი შედეგისთვის მოიწყვეთ განტვირთვის დღეები რეგულარულად.
4. ნივთიერებათა ცვლის პროცესი მწყობრში ჩადგება. ასევე, საკვებისგან თავის შეკავების დროს გამომუშავდება ზრდის ჰორმონი, რომელიც ზრდასრულ ადამიანებში კუნთოვანი მასის ზრდასა და ძვლების გამაგრებას იწვევს.
5. გააქტიურდება ტვინის მუშაობა, რაც დაგეხმარებათ სხვადასხვა სიტუაციიდან არასტანდარტული გამოსავლების პოვნაში. ზოგიერთს შემოქმედებითი ნიჭი და პიროვნული ზრდის სურვილი უვითარდება.
6. დაეხმარებით ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლაში. შიმშილობა ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს.
7. გაგიქრებათ საჭმლისადმი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და გამუდმებით რაიმის ღეჭვის სურვილი.
კვირაში ერთი დღე საკვების გარეშე - არცთუ ისე რთულია. მთავარია მოტივაცია! იფიქრეთ იმაზე, როგორ კარგად იგრძნობთ თავს ამის შემდეგ!