ყველამ ვიცით, რომ ბრინჯი – შეუცვლელი გარნირია ნებისმიერი კერძისთვის. თუმცა, ის, ვისაც წონაში დაკლება აქვს გადაწყვეტილი, ერიდება ამ პროდუქტს, რადგან იცის, რომ მასში დიდი რაოდენობით სახამებელია, რომელიც გინდა-არ გინდა, ორგანიზმში შაქრად გადაიქცევა.
დიეტის დროს კი ეს არაფერში გვჭირდება, მაგრამ თუკი მაინც გსურთ, პირი ჩაიტკბარუნოთ ბრინჯით, გასწავლით ერთ სასარგებლო ხრიკს, რომლის შედეგადაც ბრინჯი დიეტური გახდება და საყვარელი გარნირის მირთმევის მიუხედავად, წონაში კლებას გააგრძელებთ!
იქამდე, სანამ ბრინჯის მოხარშვას დაიწყებდეთ, ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, ჩააგდეთ მასში ნახევარი სუფრის კოვზი ქოქოსის კარაქი. სრულად...