დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელმაც ჩვენს დროში ეპიდემიის მასშტაბს მიაღწია.
ამჟამად მსოფლიოში 400 მილიონ ადამიანზე მეტს აწუხებს შაქრის დიაბეტი. დიაბეტით დაავადება შესაძლებელია მათთვისაც კი, ვისაც მიდრეკილება არ აქვს ამ საშინელი სნეულებისადმი.
მიზეზი მარტივია: შაქრის ზედმეტი შემადგენლობა სხვადასხვა პროდუქტში, ისეთებშიც კი, სადაც შაქარი არ უნდა იყოს. შაქარი ნელ-ნელა კლავს ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც მოხმარების დოზებს ყურადღებას არ აქცევს.
სანამ ინსულინის ფართოდ მოხმარება დაიწყეს, დიაბეტის მკურნალობა ამ დიეტის დახმარებით იყო რეკომენდებული. გთავაზობთ კვების გეგმას შაქრის დიაბეტის დროს, რომელიც დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ გართულებებს. გარდა ამისა, პროფილაქტიკის მიზნით ჯანსაღი კვება სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
დიეტა შაქრის დიაბეტის დროს
1. რაც უფრო ნაკლებია ნახშირბადები - მით უკეთესი! დიაბეტის მკურნალობა, რომელიც ადრე ფართოდ გამოიყენებოდა, მოიცავდა ნახშირბადის შემცველი საკვების შეზღუდვას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტკბილეულის მირთმევა, ისეთისაც კი, რომელიც დიაბეტით დაავადებულთათვისაა განკუთვნილი. ასევე, უნდა გამოირიცხოს ფაფები, კარტოფილი და ცომეული.
შეგიძლიათ მიირთვათ: ხორცი (ცხიმიანიც კი), თევზი, ფრინველის ხორცი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, კარაქი, მწვანე ბოსტნეული, სოკო.
2. სრულიად გამორიცხეთ ხილი. ნებისმიერი ხილის წვენი, სტაფილო, სიმინდი, ლობიო, ბარდა, პომიდორი, ხახვი - ყველა ეს ხილი და ბოსტნეული იწვევს შაქრის შემცველობის აწევას სისხლში.
3. გახსოვდეთ: თუ დიდი ოდენობით ნებისმიერ საკვებს მიირთმევთ, აგიწევთ შაქრის შემცველობა! ზომიერი კვება აუცილებელია დიაბეტის დროს, რეკომენდებულია ცილოვანი საკვები. ამასთან, რეგულარულად უნდა გაესინჯოთ თირკმელზე, რადგან მსგავსი დიეტის დროს თირკმელი დატვირთვას განიცდის.
4. მსგავსი კვება შესაძლოა, მკაცრი მოგეჩვენოთ, მაგრამ იგი ძალზე ეფექტურია. რაც უფრო სწორად იკვებებით, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ. ახლობლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია: თუ ისინიც გადავლენ კვების ამ რეჟიმზე, ცდუნებებს თავს აარიდებთ.