ამერიკელ დიეტოლოგს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა რობერტ დაუნი-უმცროსმა და ჯენიფერ ლოპესმა. მათ ჰეილი ფილმებში გადაღებამდე წონის დაკლებაში ეხმარებოდა. ექიმმა პომროიმ შეიმუშავა კვების სისტემა, რომელსაც "დიეტა მათთვის, ვინც ეფექტიანი დიეტის ძიებაში დაიღალა" ჰქვია და ის მართლაც ეფექტიანია.
ჰეილი პომროის დიეტის ხუთი მთავარი პრინციპი:
დადებითი განწყობა, მინიმალური სტრესი.
უარი არ თქვათ საკვებზე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.
მოერიდეთ მკაცრ კვების სისტემებს.
არ დაითვალოთ კალორიები.
არ იშიმშილოთ.
საკვების მიღების გრაფიკი:
(დრო შეგიძლიათ თავად დაარეგულიროთ, ტოროლებისთვის განსაზღვრულია ნახევარი საათით ადრე, ბუებისთვის ორი საათით გვიან).
ადგომა 7 საათზე
საუზმე 7:30
წახემსება 10:00
სადილი 13:00
წახემსება 16:00
ვახშამი 19:30
დიეტა გრძელდება ერთი თვის განმავლობაში და 10 კილოს დაკლებაში დაგეხმარებათ.
ორშაბათი და სამშაბათი
საუზმე: მარცვლეული და ხილი.
წახემსება: ხილი.
სადილი: მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ცილოვანი საკვები.
წახემსება: ხილი.
ვახშამი: მარცვლეული და ხილი.
კერძებში შეზღუდული არ ხართ. მთავარია, ძირითადი საკვები არ იყოს 300, ხოლო წახემსების ულუფა 150 გრამზე მეტი.
ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი
საუზმე: ცილოვანი საკვები და ბოსტნეული.
წახემსება: ცილოვანი საკვები.
სადილი: ცილოვანი საკვები და ბოსტნეული
წახემსება: ცილოვანი საკვები.
ვახშამი: ცილოვანი საკვები და ბოსტნეული.
ამ პერიოდში გაზარდეთ წყლის რაოდენობა ორ ლიტრამდე დღეში.
შაბათი და კვირა
საუზმე: ცილა, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები.
წახემსება: ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები, ცილა.
სადილი: ცილა, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები.
წახემსება: ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები, ცილა.
ვახშამი: ცილა, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები.
წინა დღეებში ორგანიზმი საკუთარ ცხიმს ხარჯავს. ამიტომ შემდეგ დღეებში სასარგებლო ცხიმები უნდა მიიღოთ, რაც გააუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ცუდი ცხიმების წვას. კარგია, თუ გაამდიდრებთ რაციონს ზეითუნის ზეთით, შინაურული მაიონეზით, კვერცხით, ჰუმუსითა და ავოკადოთი.
დიეტის დროს გამორიცხეთ შაქარი, მარილი და კოფეინი.
აი, ასეთი მსუბუქი და ეფექტიანია ჰეილი პომროის დიეტა.