უკვე დამტკიცებულია, რომ შიმშილი ზედმეტ წონასთან საბრძოლველად საუკეთესო მეთოდი არაა. რა თქმა უნდა, სწრაფი შედეგის მიღება ყველას სურს და ყველა ცხიმისმწველ საშუალებებს ეძებს. დღეს ერთ ასეთს გაგაცნობთ.
ირანის სამედიცინო უნივერსიტეტში ცდისთვის 44 ჭარბწონიანი ქალბატონი შეარჩიეს. ისინი ორ ჯგუფად დაყვეს. 3 თვის განმავლობაში ორივე ჯგუფს ერთნაირად კვებავდნენ (1200 კალორია დღეში) იმ განსხვავებით, რომ პირველი ჯგუფის მანდილოსნებს კერძში 1 ჩაის კოვზ კვლიავს უმატებდნენ. მას იოგურტში ხსნიდნენ, ან სალათებში უმატებდნენ.
შედეგად: პირველი ჯგუფის ქალბატონებმა მასის 14 პროცენტი დაიკლეს. მეცნიერებმა ასეთი ეფექტი იმით ახსნეს, რომ კვლიავი ფიტოსტეროლს შეიცავს, რომელიც აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.
აგრეთვე, ეს სანელებელი მდიდარია ფოსფორით, რკინით, კალციუმით. აუმჯობესებს ნივთიერებაა ცვლას, აქვს შარდმდენი ეფექტი.
დაუმატეთ თითო ჩ/კ კვლიავი კვერცხის, ხორცის, ხაჭოს კერძებში, სალათებსა და მაწონში. გახსოვდეთ, დღეში მხოლოდ 1 ჩა/კ კვლიავი უნდა მიიღოთ.
სარგებლობასთან ერთად კვლიავს უკუჩვენებაც აქვს. მისი მიღება დაუშვებელია მათთვის, ვისაც მომატებული მჟავიანობა ან გასტრიტი, გული, კუჭის წყლული, ნაღველ-კენჭოვანი დაავდება აწუხებს; აგრეთვე აქვს დიაბეტი. მისი მიღება აგრეთვე ეკრძალებათ ფეხმძიმეებს.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ მარტო კვლიავის იმედად არ უნდა იყოთ. დიეტის დროს შეამცირეთ კალორიული საკვები, გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა.