ბევრს სურს, სწორად იკვებოს, მაგრამ რაციონის შეცვლა არც ისე ადვილია. იცით, რომ საკვების მიღების დროის სწორად შერჩევამ შეიძლება გაგიუმჯობესოთ ნივთიერებათა ცვლა და წონის დაკლებაშიც დაგეხმაროთ?
10-კვირიან ცდაში 16-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეებს ცხიმისა და შაქრის კვლევა ჩაუტარდათ. მონაწილეები ორ ჯგუფად - წითელი და ლურჯი - დაყვეს.
ლურჯი ჯგუფის წევრები ჩვეულებრივად იკვებებოდნენ, ხოლო წითელი ჯგუფის წევრებს სთხოვეს, ჩვეულებრივი კვება ცოტათი შეეცვალათ, ანუ ესაუზმათ ჩვეულებრივზე 90 წუთით გვიან და ევახშმათ 90 წუთით ადრე. ეს ნიშნავდა, რომ დამატებითი 3 საათის განმავლობაში მათ საკვები არ უნდა მიეღოთ. ყველა მონაწილე აწარმოებდა დღიურს, სადაც იწერდა ძილისა და კვების რეჟიმს; აკონტროლებდა, რომ საკვების რაოდენობა ყოველდღე ყოფილიყო ერთი და იგივე.
შედეგად, დადგინდა, რომ ორგანიზმს საკვების გარეშე არ უჭირს და ისიც, რომ კალორიული საკვების მიღებასაც თავისი დრო აქვს. სპეციალისტების აზრით, ცხიმიანი და ტკბილი პროდუქტების ვახშამზე ჭამა დაუშვებელია. ამ დროს სისხლში მათი რაოდენობა ისედაც მაღალია.
ცდაში მონაწილეების დღის განრიგი ასე გამოიყურებოდა: ღამის შიმშილის შემდეგ სისხლის ანალიზი უტარდებოდათ. 10 საათზე ბრიტანული საუზმით იკვებებოდნენ: ერბოკვერცხით, ბეკონითა და ძეხვით. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ყველა მონაწილე აბარებდა სისხლის ანალიზს.
12 საათის შემდეგ, 22 საათზე მონაწილეები ისევ სადილობდნენ ინგლისური საუზმით და ისევ უხდებოდათ სისხლის ანალიზის ჩაბარება. გაირკვა, რომ დილით მირთმეული ცხიმიანი საკვების შემდეგ სისხლში შაქრის დონე დაახლოებით სამ საათში რეგულირდებოდა. ვახშამზე მირთმეული საკვების შემდეგ კი შაქრის დონე სისხლში დიდი ხნის განმავლობაში არ რეგულირდებოდა; ჭამიდან 4 საათის შემდეგაც კი მაღალი იყო.
ცდის შედეგად დამტკიცდა, რომ დიეტოლოგები მართლები არიან, როცა ამბობენ, რომ ორგანიზმს საღამოს ცხიმიანი საკვების მიღება არ სიამოვნებს.
არსებობს ძველი ინგლისური გამოთქმა: "ისაუზმე მეფესავით, ისადილე პრინცივით და ივახშმე მათხოვარივით". და ის დამტკიცდა.
10 კვირის გასვლის შემდეგ ორივე ჯგუფის მონაწილეების ანალიზები შეადარეს. გაირკვა, რომ წითელი ჯგუფის წევრებს, რომლებიც გვიან საუზმობდნენ და ადრე ვახშმობდნენ, საკონტროლო ჯგუფისგან განსხვავებით, ცხიმიანობა დაუკარგავთ, დარეგულირებული ჰქონდათ სისხლში შაქრის დონე და ქოლესტერინი.
მკაცრ შეზღუდვას არავინ გიწესებთ, მაგრამ თუ ღამის საათებში ბუტერბროდების ჭამას თავს დაანებებთ, ჯანმრთელობას გაიუმჯობესებთ და სხვადასხვა დაავადების წარმოშობასაც შეუშლით ხელს.