გახდომის ულტიმატური გეგმა საკმაოდ მარტივია! აუცილებელია ცილოვანი საკვების რაოდენობის გაზრდა რაციონში - მიირთვათ კვერცხი, ხორცი, თევზი, ხაჭო და სხვა რძის პროდუქტი. პურისა და შაქრისგან თავი შეიკავეთ. უნდა დალიოთ მეტი წყალი. მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი...
გახდომის პროცესი მსუბუქი რომ იყოს და არ ავნოს ორგანიზმს, ამისთვის საჭიროა ტოქსინებისგან სრულფასოვანი გათავისუფლება. ამასთან, ნაწლავებიც კარგად უნდა მუშაობდეს!
ნაწლავების კარგ მუშაობასა და წონის სწრაფ დაკარგვას ხელს ეს კოქტეილი შეუწყობს. დალიეთ ყოველ დილას საუზმეზე იგი და უკვე რამდენიმე დღეში თავს კარგად იგრძნობთ.
კოქტეილის მომზადება სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
• 1 ს.კ. უცხიმო კეფირი
• 2 ს.კ. დაფქული შვრია
• 1 ს.კ. სელის ფქვილი
• 1 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი
• 6-7 ცალი შავი ქლიავის ჩირი
• 1 მწიკვი დარიჩინი
• 50 მლ ცხელი წყალი
მომზადება:
დაასხით შავი ქლიავის ჩირს მდუღარე წყალი და დატოვეთ რამდენიმე წუთით.
მოურიეთ კეფირი, დაფქული შვრია, სელის ფქვილი, დარიჩინი და კაკაო.
ბლენდერის მეშვეობით დააქუცმაცეთ ქლიავის ჩირი ერთგვარი მასის მიღებამდე.
შეურიეთ კეფირი და ჩირი. კოქტეილი მზად არის!
თითქოსდა მარტივი რეცეპტია! მაგრამ მას უზარმაზარი სარგებლის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის. შავი ქლიავის ჩირის რეგულარული მიღება ნაწლავების მუშაობას არეგულირებს, ფოსფორის, მაგნიუმისა და თუთიის შემცველობის წყალობით.
თუ ჩვენს რეკომენდაციას მიჰყვებით და კვების ყოველდღიურ რაციონში შავ ქლიავს შეიტანთ, ზედმეტი წონის სწრაფი და ბუნებრივი პროცესი გარანტირებულია!