როგორც წესი, ზედმეტი წონის მოსაცილებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო. თუ საკვების ხანგრძლივი შეზღუდვა და ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში თქვენს ძალებს აღემატება, ჩვენ გთავაზობთ 48-საათიანი გამწმენდი დიეტის გამოყენებას.
გამწმენდი დიეტა
ამ დიეტას საფუძვლად 2 სასმელი უდევს, რომელიც დამოუკიდებლად უნდა მოამზადოთ. 48 საათის განმავლობაში ისინი გაწმენდენ ორგანიზმს დაგროვილი ტოქსინებისგან და დაგეხმარებათ სხეულის მასის კლებაში ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების წყალობით.
სასმელი #1
• 300 მლ წყალი
• 1 ს.კ. თაფლი
• 0,5 ჩ.კ. დაფქული ჯანჯაფილი
• 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
• 1 ს.კ. ლიმონის წვენი
• 1 ღერი პიტნა (მშრალი ან ახალი)
მომზადება
მოათავსეთ თასში ჯანჯაფილი, დარიჩინი, პიტნა, დაასხით მდუღარე წყალი, დააფარეთ სახურავი და გააჩერეთ 10 წუთით.
ოდნავ შეციების შემდეგ დაამატეთ თაფლი და ლიმონის წვენი.
დალიეთ ღამე, ძილის წინ.
სასმელი #2
• 2 პომიდორი
• 4 კბილი ნიორი
• 6 ს.კ. ლიმონის წვენი
• 500 მლ წყალი
მომზადება
მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და მოურიეთ მაღალი სიჩქარის რეჟიმზე.
მიიღეთ კოქტეილი დილას, უზმოზე.
ამ 2 დღის განმავლობაში ერიდეთ ყოველგვარ ტკბილეულს, ცომეულს, გაზიან სასმელებსა და ნახევარფაბრიკატებს. კვების რაციონი უნდა შედგებოდეს ახალი ბოსტნეულისა და "ხლებცისგან". მწვანე ჩაის მიღება შეგიძლიათ შეუზღუდავად.
ასეთი დეტოქსი ნამდვილი მხსნელია რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებისა და შვებულების წინ. მისი წყალობით ნებისმიერ სამოსში იბრწყინებთ.