ორგანიზმის დეტოქსიკაციის პრაქტიკა რამდენიმე საუკუნეს ითვლის. უამრავი რელიგია, ასევე, ჰიპოკრატეც კი ურჩევდა დიეტას ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
დღესდღეობით, არაერთ დეტოქს-დიეტას შეუძლია წონის კლებაში დაგეხმაროთ. თუმცა, თუ დაბალკალორიულ დიეტას დაიწყებთ, ორგანიზმი შიმშილს იგრძნობს, მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების უგულებელყოფის გამო მეტაბოლიზმი შენელდება.
თუ გსურთ, რომ დეტოქს-დიეტამ იმუშაოს, ორგანიზმს ხელი უნდა შეუწყოთ - მიიღოთ მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებები.
ექიმი ოზი გვთავაზობს ორგანიზმის 48-საათიან გამწმენდ პროცედურას. იგი გარკვეული პროდუქტების მიღებას ეფუძნება. ეს დიეტა დაეხმარება სამ მნიშვნელოვან ორგანოს გამართულად მუშაობაში.
თათაბო და შავი ქლიავის ჩირი საუზმეზე
თათაბო გახლავთ მარცვალი, რომელიც მდიდარია ცილებითა და ფოსფორით. დაამატეთ შავი ქლიავის ჩირი, რომელიც ასევე უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.
მასალა
• ნახევარი ჭიქა თათაბო
• 1 ჭიქა წყალი
• 1 მწიკვი მუსკატის თხილი
• 1 ჩ.კ. დაფქული ჯანჯაფილი
• 1 ს.კ. სელის ზეთი
• 1/3 დაჭრილი შავი ქლიავის ჩირი
• ¼ ბრინჯის რძე
მომცრო თასში ჩაასხით წყალი და დაამატეთ თათაბო, მუსკატის თხილი და ჯინჯერი. კარგად მოურიეთ და მოადუღეთ. შემდეგ ნელ ცეცხლზე გააჩერეთ 10 წუთით. დაამატეთ შავი ქლიავის ჩირი და ბრინჯის რძე. დააფარეთ სახურავი და კიდევ 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ. მიღების წინ დაამატეთ 1 ს.კ. სელის ზეთი.
დეტოქს-სასმელი საკვების მიღების შუალედებისთვის
ხუჭუჭა კომბოსტოს (კალე), ანანასისა და ჯანჯაფილის სასმელი
კომბოსტო შესანიშნავია თირკმელების გასაწმენდად. ანანასი შეიცავს ბრომელაინს, რომელიც ეხმარება საკვების მომნელებელ სისტემას, ჯანჯაფილი ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას ნაღვლის ბუშტში. დაგჭირდებათ წვენსაწური აპარატი.
მასალა:
• ნახევარი ჭიქა დაჭრილი ანანასი
• 2 დიდი კიტრი
• 1 კომბოსტო
• ნახევარი ლიმონის წვენი
• 1 ჩ.კ. ჯანჯაფილი
• ნახევარი ჭიქა პიტნა
მოათავსეთ ინგრედიენტები ბლენდერში და მოურიეთ.
დეტოქს-სასმელი ანანასით, ლიმონითა და ბროწეულით
მასალა:
• ¾ ჭიქა ანანასის წვენი
• 1 ლიმონი
• 1 ჭიქა ბროწეულის წვენი
• 3 ჭიქა წყალი
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დატკბით. მიიღებთ 4 ულუფას, რომლის მიღება მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ.
ვეგეტარიანული წასახემსებელი
დააბლენდერეთ ნიახური, ბოლოკი და კიტრი. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი. მიღებული კოქტეილი შეგიძლიათ მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში განუსაზღვრელი რაოდენობით.
ხილის სმუზი სადილად
მასალა:
• ნახევარი ჭიქა ნუშის რძე
• 1 ს.კ. დაქუცმაცებული სელის თესლი
• ¼ ჭიქა გაყინული ან ახალი მოცვი
• ¼ ბანანი
• ნახევარი ჭიქა ყინული
მოათავსეთ ინგრედიენტები ბლენდერში და კარგად მოურიეთ.
ბოსტნეულის ბულიონი ვახშმად
მასალა:
• 2 წითელი ხახვი (დაჭრილი)
• ნიახური
• კამა
• 2 ს.კ. კვლიავი
• 2 ჩ.კ. ზღვის მარილი
• დაფქული პილპილი
• 1 ჭიქა ქამა სოკო
• 4 კბილი ნიორი (დაჭრილი)
• კომბოსტო
• 2 ლიტრი წყალი
• 2 ს.კ. პაპრიკა
• 2 ს.კ. დაჭრილი რეჰანი
• ოხრახუში
მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი, გარდა ოხრახუშისა, ქვაბში. დაამატეთ 2 ლიტრი წყალი. წამოადუღეთ და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში. მზა ბულიონს მოაყარეთ ოხრახუში.
გარდა ამისა, ეფექტური დეტოქსისთვის საჭიროა დაიცვათ შემდეგი წესები:
1. ნუ მიირთმევთ 7 საათის შემდეგ.
2. დაუმატეთ ინგლისური მარილი აბაზანაში - ეს პროცედურა დაგეხმარებათ ტოქსინების გამოდევნაში და მაგნიუმის დიდი შემცველობის წყალობით მოადუნებთ კუნთებს.
3. ძილის წინ დალიეთ ბაბუაწვერას ძირების ჩაი. ეს გახლავთ ღვიძლის გამწმენდი შესანიშნავი საშუალება.