ესპანელი ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ თუ ქალი რაციონს საჭირო პროდუქტებით გაამდიდრებს, ფეხმძიმობის შანსი მოიმატებს, დროებითი უშვილობა სამუდამოდ გაქრება.
ხმელთაშუა ზღვის დიეტა კვების განსაკუთრებული ტიპია. იგი ნებადართულია მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ზედმეტი წონა, დიაბეტი და უშვილობა აწუხებს...
ადამიანების რაციონში, ვინც უპირატესობას ხმელთაშუა დიეტას ანიჭებს უპირატესობას, ნებადართულია ხილი, ბოსტნეული, თევზი, მარცვლეულის ფაფები. უშვილობის პრობლემა კი ქრება. ქალს იდეალური ფეხმძიმობა და ჯანმრთელი შვილის გაჩენა შეუძლია.
ესპანელი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ კვების ასეთი სისტემა დადებითად მოქმედებს მთლიან ორგანიზმზეც. ადამიანი ზედმეტ მასას იკლებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებისა და დიაბეტისგან იკურნება.
ასეთი კვლევა დაკვირვებაზეა დაფუძნებული. კვლევაში 50-მა მანდილოსანმა მიიღო მონაწილეობა, ვისაც დაფეხმძიმება არ შეეძლო და 1600-მა, ვისაც მხოლოდ ერთ შვილი ჰყავდა.
მათ ჰკითხეს, რომელ კვებას ანიჭებდნენ უპირატესობას - ხმელთაშუას თუ ევროპულს? ევროპული დიეტა მოიცავს: ხორცს, რძის პროდუქტებს, კარტოფილს, სწრაფ ნახშირწყლებს, გაზიან სასმელებს. ასეთი ტიპის კვება უარყოფითად მოქმედებს ჩასახვაზე. გაგრძელება