მჟავა-ტუტოვანი ბალანსი (PH), რომელზეც პოპულარული კბილის პასტის რეკლამაშია ნახსენები, არა მხოლოდ პირის ღრუს გააჩნია, არამედ მთელ ჩვენს ორგანიზმს. მისი ნორმალური მაჩვენებელი - 7,2-7,4-ია.
ცნობილია, რომ საკვები, რომელსაც ვიღებთ, გადამუშავებისას იძლევა ან მჟავე, ან ტუტოვან რეაქციას. კვერცხი, თევზი, რძე, ხორცი, ზღვის პროდუქტები, ყველი, მარილი - ამჟავიანებს, ხილი და ბოსტნეული კი - ტუტოვანია.
სწორად დაბალანსებული რაციონი PH მაჩვენებელს სისხლში ნორმაში ამყოფებს. თუ წონასწორობა ირღვევა, მჟავა ორგანოების ქსოვილებში ხვდება და უშლის ხელს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას.
სწრაფი დაღლა, სისუსტე, იმუნიტეტის დაქვეითება, ნერვული აშლილობა, გამონაყარი კანზე - შესაძლოა, ორგანიზმის "მჟავიანობის" მაჩვენებელი იყოს.
ტუტოვანი დიეტა
ტუტოვანი დიეტა მიმართულია ორგანიზმის ყველა სისტემის გაჯანსაღებაზე, წმენდს ღვიძლსა და ნაწლავებს. მისი ძირითადი პრინციპია პროდუქტების გარკვეულ ჯგუფზე უარის თქმა. ზოგიერთი ექსტრემალური დიეტისგან განსხვავებით, რაციონის ბალანსში 80/20, სადაც დიდი მაჩვენებელი - ტუტოვანი საკვებია.
მსგავსი კვება ჯანმრთელობის საწინდარია. ამასთან, შესანიშნავი საშუალებაა წონაში დაკლების ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების გარეშე. ცნობილია, ვიქტორია ბექჰემი, ჟიზელ ბუნდჰენი და გვინეტ პელტროუ ამ დიეტის აქტიური მიმდევრები არიან.
დიეტის ხანგრძლივობა 3 კვირაა. ამ პერიოდში შესაძლებელია 5-7 ზედმეტი კილოგრამის მოცილება. თითოეული კვირა ფაზას შეესაბამება, რომელიც პასუხისმგებელია კონკრეტულ შედეგზე: გაწმენდა (წონაში ინტენსიურად დაკლება), მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმალიზება, შედეგის გამყარება.
ჩვენ გამოვყავით ტუტოვანი პროდუქტების 5 ჯგუფი, რომელთაც რაციონის 80% უნდა შეადგინონ ტუტოვანი დიეტის დაცვისას.
ბოსტნეული: გამომცხვარი კარტოფილი, ფერადი კომბოსტო, ჭარხალი, ყაბაყი, ბულგარული წიწაკა, ხახვი, ნიორი, ნიახური, სალათი რუკოლა, ნიახური, პომიდორი, კიტრი.
ხილი: ლაიმი, ლიმონი, ავოკადო, მსხალი, ვაშლი, გარგრის ჩირი, ლეღვის ჩირი, ანანასი, ბროწეული.
მარცვლოვანი: შვრია, წიწიბურა, ბრინჯი.
სასმელი: ბალახის ჩაი, ლიმონის წყალი, სმუზი.
სხვა: გოგრის მარცვალი, ნუში, თხილი, თაფლი.
რაციონის დანარჩენი 20%: რძის ნაწარმი (უმჯობესია თხის რძისგან), ხორცი, თევზი, კვერცხი.
გამორიცხეთ ალკოჰოლი და ყავა.
დიეტის დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რადგან იგი არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც თირკმლისა და ღვიძლის ქრონიკული დაავადებები აწუხებს.