ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ადამიანებს წონაში დაკლება სჭირდებათ. ვიღაცას სურს, მომხიბვლელად გამოიყურებოდეს, სხვას მეტი თავდაჯერებულობა სჭირდება, ბევრისთვის კი წონაში კლება ჯანმრთელობის გარანტია.
რაც არ უნდა იყოს, აუცილებლად აღსანიშნავია ახალი, ტრენდული დიეტა კვერცხით. ის მხოლოდ 3 დღეზეა გათვლილი და ძალიან მარტივია.
მოგეხსენებათ კვერცხი მდიდარია ცილით, რომელიც მარტივად გვანაყრებს დიდი ხნის განმავლობაში. ეს პროდუქტი საშუალებას გვაძლევს, ვისწავლოთ ნაკლები რაოდენობის საკვების მიღება და შესაბამისად, წონის კლებაშიც გვეხმარება.
აი, რა უნდა გავაკეთოთ ამ 3 დღეში:
დღე 1.
საუზმე: 2 პომიდორი, 2 მოხარშული კვერცხი და ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი;
სადილი: 120 გ ღუმელში მომზადებული თევზი და 2 კვერცხის ცილა. დააყოლეთ უშაქრო ჩაი.
სამხარი: ვაშლი.
ვახშამი: ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული, მწვანე ჩაი.
დღე 2.
საუზმე: 1 ბანანი, ორი მოხარშული კვერცხი, ფინჯანი უშაქრო ჩაი;
სადილი: 120 გ მოხარშული ქათამი, 2 კვერცხის ცილა და ერთი ჭიქა წყალი.
ვახშამი: ერთი ფინჯანი უცხიმო რძე, ერთი ცალი ორცხობილა და 120 გ ხაჭო.
დღე 3.
საუზმე: ორი მოხარშული კვერცხი და ერთი ჭიქა ტომატის წვენი;
სადილი: 120 გ საქონლის ხორცი (ნებისმიერი წესით მომზადებული), 2 კვერცხის ცილა და ფინჯანი მწვანე ჩაი.
ვახშამი: მწვანე სალათა, 2 მოზრდილი კარტოფილი (ღუმელში კანიანად შემწვარი), ფინჯანი მწვანე ჩაი.
<div> ჰერკულესის დიეტა: ერთ კვირაში მინუს 4 კგ
</div>