სულ მალე ზაფხული მოვა და მდედრობითი სქესის წარმომადეგენელთა უმეტესობა ოცნებობს, საცურაო კოსტიუმში მომხიბვლელად გამოიყერობოდეს.
ჩვენი მარტივი რეკომენდაციების გათვალისწინებით, თქვენ ზაფხულისთვის მოხდენილი წელი და ბრტყელი მუცელი გექნებათ. საჭიროა, შეიზღუდოთ თავი სულ რამდენიმე პროდუქტით.
როგორ და ვიკლოთ წონაში და მოვიშოროთ მუცელი
1. შეამცირეთ მარილის მიღება
მარილის გადაჭარბებული მიღება ორგანიზმში სითხეს აკავებს, რაც დამატებით კილოგრამებს გმატებთ. თუკი მარილის რაოდენობას შეამცირებთ, თანდათანობით მიეჩვევით უმარილო საკვებს. საყვარელ საჭმელს კი გემოს სხვადასხვა სუნელები და მწვანილი მისცემს.
2. შეამცირეთ რძის მიღება
იმისათვის, რომ სწრაფად დავიკლოთ წონაში, საჭიროა, შევამციროთ რძის მიღება. საუკეთესო იქნება, თუკი მას კეფირით ან უცხიმო იოგურტით ჩაანაცვლებთ.
3. დაივიწყეთ ცხარე სანელებლები
ცხარე სანელებლები ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით კი მუცლის არეში.
4. გამორიცხეთ მარტივი ნახშირწყლები
უარი თქვით ტკბილეულზე, დესერტებსა და გაზიან სასმელებზე. ისინი უჯრედისისა და საკვები ნივთიერებების მინიმალურ რაოდნობას შეიცავს. მსგავსი პროდუქტების გამოყენების შემთხვევაში, კალოერები დაგროვდება და წონაში მოიმატებთ.
5. უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ საკვებს
მთავარია, მოერიდოთ გადამუშავებულ პროდუქტებს, რადგან ისინი დიდი რაოდენობით ნატრიუმსა და შაქარს შეიცავენ, რაც ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს.
6. მიირთვით ხილი!
გახდომისას, რაც შეიძლება მეტი უჯრედისით გამდიდრებული ხილი უნდა მიიღოთ. რეკომენდებულია, უფრო მეტი ციტრუსის მიღება და ნაკლები ვაშლისა და მსხილის, რომლებიც დიდი რაოდენობით ფრუქტოზას შეიცავენ, ეს უკანასკნელი კი მეტაბოლიზმს ანელებს.
ასეთი რაციონის შედეგად წონაში კლების პროცესი ნელა, მაგრამ სწორად წარიმართება! ორგანიზმი არ დაითრგუნება შიმშილის გრძნობით და თქვენც აღარ მოგესურვებათ ცხოვრების ძველი წესის დაბრუნება. მთავარია, რომ წონაში კლებას პლაჟის სეზონისთვის აუცილებლად მოასწრებთ.