კარგად გამოძინება, ერთი ჭიქა ყავა... და აი, ამ მომენტიდან მოდით, უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ ყავაზე. ის შეიძლება გემრიელი საუზმის მისაყოლებლად გამოგადგეთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს თავად საუზმე. აუცილებელია, დილით სწორად კვება იცოდეთ!
დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ თუ დილით არ შეჭამთ, ვახშმის დროს ორგანიზმი მინიმუმ ორჯერ მეტ საკვებს მოგთხოვთ, რომ ძალები აღიდგინოს. შეიძლება უჭმელობის მიზეზი ისაა, რომ მადა არ გაქვთ, მაგრამ ამის გამოსწორებაც შეიძლება. დაიწყეთ დღე მწვანე ჩაით და თაფლით. სხვათა შორის, ყველაზე კარგი დრო საუზმისთვის გაღვიძებიდან ნახევარი საათის შემდეგაა, იდეალური დრო კი, როგორც ექიმები გვირჩევენ, დილის 7-დან 9 საათამდეა.
როგორ ვიკვებოთ სწორად?
მათთვის, ვისთვისაც მწვანე ჩაი თაფლით არაა საკმარისი, ათასობით ვარიანტი არსებობს გემრიელი საუზმისთვის. კლასიკური ფრანგული საუზმე: კრუასანი, კარაქი, კვერცხი, ფორთოხლის წვენი, ჯემი და ყავაა. განაგრძეთ კითხვა