ჟიზელ ბუნდჰენი, პენელოპა კრუზი, ჯენიფერ ლოპესი და კიდევ უამრავი ვარსკვლავი "დუკანს" ირჩევს.
პიერ დუკანი 74 წლისაა. 33 წლის წინ დაქორწინდა. ვაჟი 42 წლის ასაკში შეეძინა, ქალიშვილის მამა კი 47 წლის ასაკში გახდა. ამბობს, რომ ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად სწორი კვების წყალობით გამოიყურება. ექიმ დუკანის გაყიდული წიგნების ტირაჟი 8 მილიონს უახლოვდება, მისი დიეტის მიმდევართა რიცხვი კი 12 მილიონს აჭარბებს.
პიერ დუკანთან ექსკლუზიური ინტერვიუ OK-მ ჩაწერა
როგორი სტილის ქალები მოსწონს დიეტოლოგ დუკანს? ამ შეკითხვაზე ზედმეტი კილოგრამების წინააღმდეგ "მებრძოლმა რაინდმა" გულწრფელად გვიპასუხა: "მრგვალი, ფაფუკი ქალები დიდი მკერდით".
- ბატონო დუკან, ბევრმა ჩემმა მეგობარმა სწორედ "დუკანის მეთოდით" დაიბრუნა სასურველი წონა. მიეცით რჩევა მათ, ვინც ამ წუთას თქვენს ინტერვიუს კითხულობს. დიეტაზე ოცნება როდის სჯობს? – მსუყე სადილამდე თუ სადილის შემდეგ?
- ძალიან გამახარეთ, თუკი ქართველ ქალებშიც ასეთი პოპულარული ვარ, მაგრამ ამ პოპულარობის მიზეზი საქართველოშიც სიმსუქნის პრობლემაა? ჩემი აზრით, დიეტაზე არც სადილამდე სჯობს ოცნება და არც სადილის შემდეგ. დიეტაზე სადილობისას უნდა ვიფიქროთ – კარგად გავაანალიზოთ, გვარგებს კი ის, რასაც მივირთმევთ?
- სიმსუქნეს "21-ე საუკუნის სერიული მკვლელი" უწოდეთ. როგორ ხსნით ამ მეტაფორას?
- თუ მსოფლიოს ყოველწლიურ სტატისტიკას გადახედავთ, სიკვდილის მიზეზების ნახევარი სიმსივნითაა გამოწვეული, მეორე ნახევარი კი – ინფარქტით. სამწუხარო რეალობაა. გულის დაავადებების მთავარი მიზეზი ჭარბი წონაა, კიბოსი კი – გადაჭარბებული არასწორი კვება და სიმსუქნე. სადაზღვევო კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით დავადგინე, რომ ყოველწლიურად სასტიკად იზრდება დიაბეტით დაავადებულთა რიცხვიც... იხილეთ სტატია სრულად: okmagazine.ge