უმა თურმანი პალეოდიეტის მოყვარულია და სწორედ მისი მეშვეობით დაიკლო მკვეთრად წონაში, მორიგი მშობიარობის შემდეგ.
ამგვარი დიეტის არსი ის გახლავთ, რომ მხოლოდ იმ პროდუქტებით უნდა იკვებოთ, როგორც იკვებებოდნენ "გამოქვაბულის" ადამიანები პალეოლითის ეპოქაში – ბევრი ხორცი, ხილი, ბოსტნეული, თხილი და თესლები. ამავდროულად, ამ დიეტის დროს არ არის რეკომენდებული თანამედროვე საკვები – გადამუშავებული მარცვლეული და ბარდა, რძის პროდუქტები, მარილი და შაქარი.
ლოგიკა ის არის, რომ ისტორიულად ადამიანის ორგანიზმი გათვლილი იყო სრულიად სხვაგვარ საკვებზე, ვიდრე ის არის, რასაც ახლა მივირთმევთ. ამ დიეტის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ რაც უფრო მეტ ჯანსაღ ცხიმს მივიღებთ დამუშავებული და გლუტეინით მდიდარი საკვების ნაცვლად, მით უფრო ჯანმრთელები ვიქნებით.
იხილეთ პალეოდიეტის მიახლოებითი რაციონი...