ნებისმიერი ქალი ინატრებდა მსგავსი უზადო სხეულის ფორმას, როგორიც ჯენიფერ ენისტონს აქვს. 47 წლის ასაკში ენისტონი ინარჩუნებს მკვრივ ტანს, ელასტიკურ კანს, რომელიც 20 წლის გოგონასაც კი შეშურდებოდა!
მსახიობი არ მალავს საიდუმლოს, თუ როგორ ახერხებს მრავალი წლის განმავლობაში იდეალური წონის შენარჩუნებას:
ლამაზი სხეულის საიდუმლო
ჯენიფერს იდეალური ტანის შენარჩუნებაში იოგა ეხმარება, რომლის პრაქტიკას მსახიობი 20 წელზე მეტია გადის. ვარჯიში კვირაში 3-ჯერ ტარდება და 60-დან 90 წუთამდე გრძელდება. სავარჯიშოების ნელი ტემპი დაძაბული გადაღებებისგან განტვირთვის საშუალებას იძლევა, მედიტაცია კი მოდუნებაში ეხმარება.
ჯენიფერი ირწმუნება, რომ იოგა მისი ფიზიკური ფორმისა და ფსიქოემოციური მდგომარეობის შენარჩუნებაში მთავარ როლს ასრულებს. "სტრესის მოსახსნელი მთავარი საიდუმლო ვარჯიშია! - ამბობს ენისტონი. - იოგა რომ არ არსებობდეს, თავად გამოვიგონებდი!".
კანის ტონუსის შენარჩუნებაში დილის მარტივი რიტუალი ეხმარება: რბილი საშუალებით გაწმენდა, კრემით დატენიანება და უზმოზე ლიმონიანი თბილი წყალი. საუზმეზე მსახიობი სმუზის ამზადებს, მაგალითად, ავოკადოსგან, კვერცხისგან და ქოქოსის ზეთისგან, ან შვრიის ფაფას ბანანით. სადილად ბოსტნეულსა და ცილოვან პროდუქტებს მიირთმევს.
ენისტონი აცხადებს, რომ ხანდახან საკუთარ თავს ანებივრებს და იტალიურ კერძებს სიამოვნებით მიირთმევს. კარბონარა - მისი საყვარელი კერძია. როდესაც თითო-ორი კილოგრამის მოცილებაა საჭირო, ის დაბალ ნახშირწყლოვან დიეტაზე გადადის, ასევე, ძალოვან ვარჯიშებს ასრულებს.
როგორც ხედავთ, არაფერი რთული და განსაკუთრებული ამაში არ არის - აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია, ოპტიმიზმი და საკუთარ თავზე მუშაობა - აი, რას მოაქვს შესანიშნავი შედეგი!