სპეციალისტებმა შეიმუშავეს დიეტა, რომლის ძირითადი კომპონენტი - ქათმის გულმკერდის თეთრი ხორცია. შეგიძლიათ აირჩიოთ სამიდან ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც მოგეწონებათ.
დიეტის პირველი ვარიანტი. რაციონის 50%-ს ქათმის გულმკერდის ხორცი შეადგენს, დანარჩენი 50% - ქორფა მწვანილი, ბოსტნეული, ხილი და მარცვლეულია. მიაქციეთ ყურადღება, რომ დღიური რაციონი 1200 კ-კალ-ზე მეტი არ უნდა იყოს. დიეტის ხანგრძლივობა - 1 კვირაა. ამ ხნის განმავლობაში 3-5 კგ-ით დაიკლებთ წონაში.
დიეტის მეორე ვარიანტი. ეს ვარიანტი ქათმის წვნიანების მოყვარულთათვისაა. 2 ლიტრ წყალში მოხარშეთ 700 გრ ქათმის ფილე, დაამატეთ ბოსტნეული - ნიახური, ბულგარული წიწაკა, სტაფილო, ხახვი. მარილი არ დაამატოთ, მაგრამ სუნელები შეიძლება. გაყავით წვნიანი 6 ნაწილად და მიირთმით მთელი დღის განმავლობაში. დიეტა გათვლილია 7 დღეზე.
დიეტის მესამე ვარიანტი - მონოდიეტა. პირველი 3 დღის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა მიირთვათ 1,5 კგ მწვანე ვაშლი. მომდევნო 3 დღე - მოხარშული ქათმის ფილე - დღეში 1 კგ. კიდევ 2 დღე - უცხიმო კეფირი დღეში 2 ლიტრი, პლუს ქათმის ფილე 1 კგ. დიეტის ბოლო დღეს ნებადართულია მხოლოდ ქათმის ბულიონის მიღება - დღეში 1,5 ლიტრი.