ვინ იფიქრებდა, რომ როდესაც იცი ადამიანის დაბადების თარიღი, შესაძლებელია მისი სხეულის ტიპის გამოცნობა. ნუმეროლოგიის მეცნიერებას შეუძლია მომავლის საიდუმლოს ამოხსნა!
როგორ გამოვიცნოთ სხეულის ტიპი
ამისათვის უნდა შევკრიბოთ რიცხვი, თვე და დაბადების წელი, მანამ, სანამ მთელ, დადებით რიცხვს არ მივიღებთ. მაგალითად: 12.05.1990.
1 + 2 + 0 + 5 + 1 + 9 + 9 + 0 = 27 = 2 + 7 = 9. რიცხვი 9 მოცემული ადამიანისთვის განსაზღვრავს სხეულის ტიპს. იპოვეთ თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით საკუთარი ნუმეროლოგიური კოდი.
ციფრი ერთი
ასეთი ადამიანები ცხოვრების აქტიურ წესს მისდევენ და ზედმეტი წონა არ აწუხებთ. მოძრაობა დადებითად ზემოქმედებს მათზე და ტანიც მეტად მოხდენილი აქვთ.
ციფრი ორი
ამ ტიპის ადამიანები მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ და ხშირად იცავენ დიეტას, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ მათთვის შიმშილობა კატეგორიულად დაუშვებელია. საჭიროა მეტი მოძრაობა და სწორი კვება.
ციფრი სამი
ეს ადამიანები ზედმეტად განიცდიან ყველაფერს. ცნობილია, რაც უფრო მძიმეა სულიერი მდგომარეობა, მით უფრო მძიმდება სხეული. ეცადეთ, გათავისუფლდეთ უსიამოვნო შეგრძნებებისგან და უკეთეს შედეგს მალევე მიიღებთ!
ციფრი ოთხი
ამ ადამიანებს მართებს, დაკავდნენ ნებისმიერი საქმით. სამსახურისგან მორალური სიამოვნების არქონა იწვევს შიმშილის მძაფრ გრძნობას. შედეგად კი, ორგანიზმი იღებს ზედმეტი ცხიმის მარაგს.
ციფრი ხუთი
მათი სხეულის ტიპი დამოკიდებულია ცხოვრებისეულ პოზიციებზე. ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანებს მოხდენილი ტანი აქვთ. დატკბით ცხოვრებით და თქვენი სხეული ზედმეტი წონისგან დაცული იქნება!
ციფრი ექვსი
ამ ტიპის ადამიანებს პროპორციული ტანი აქვთ. ლამაზი ფორმების შესანარჩუნებლად, საჭიროა რაციონალურად კვება.
ციფრი შვიდი
მათთვის მნიშვნელოვანია საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან კარგი ურთიერთობების დამყარება. ხშირად მსგავსი განცდების გამო მათ ზედმეტი წონის პრობლემა ექმნებათ.
ციფრი რვა
ისწავლეთ პატიება. თქვენთვის ზედმეტი წყენა ზედმეტი წონის საწინდარია.
ციფრი ცხრა
ამ ტიპის ადამიანები ძალზე მიდრეკილნი არიან ზედმეტი წონისადმი, რომლის მოშორებაც ძნელია. ნუ მისცემთ საშუალებას სხეულს, დააგროვოს ცხიმების მარაგი: მჟავე ხილის დიეტა მისწრებაა თქვენთვის!