ფრანგი დიეტოლოგის პიერ დიუკანის ცილოვანი დიეტა, რომელიც მთელ მსოფლიოში უზომოდ პოპულარულია, საქართველოშიც აიტაცეს და ბევრი ამბობს, რომ ძალიან ეფექტურია. ვინც ზედმიწევნით იცავს დიეტის წესებს, მან მართლაც სერიოზულ შედეგებს მიაღწია არა მარტო "ჩვეულებრივ მოკვდავებს" შორის, არამედ ამ დიეტამ ბევრ ვარსკვლავს, პოლიტიკოსსა და გავლენიან ფიგურას დააკლებინა ზედმეტი კილოგრამები.
მაინც რა არის ეს დიეტა, რომელმაც ასე მოიცვა მსოფლიო, რა პლუსები და მინუსები აქვს და რა უნდა იცოდეთ მასზე, სანამ მის დაცვას დაიწყებთ?
პიერ დიუკანმა, ცნობილმა ექიმმა, დიეტოლოგმა, 1975 წელს შეიმუშავა ეს რაციონი. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მან ღელვა სიმსუქნის პრობლემებზე, რომლებითაც მისი პაციენტები იტანჯებოდნენ და შეადგინა განსაკუთრებული მენიუ, ცხოვრების სტილის ჩათვლით, რომელიც ადამიანს ჯერ აკლებინებს, მერე კი ანარჩუნებინებს ამ წონას.
დიეტა 72 პროდუქტზეა დამყარებული (ბოლო დროს ამ პროდუქტების რაოდენობამ 100-მდეც მოიმატა). ეს პროდუქტები ცილებით არის მდიდარი: ხორცი, თევზი, ზღვის
პროდუქტები, რძის პროდუქტები, ასევე ხილი და ბოსტნეული - ანუ არ გჭირდებათ შიმშილი და ტანჯვა. დიუკანის წიგნი "მე შემიძლია გახდომა" საფრანგეთში 2000 წელს გამოქვეყნდა და მას მერე მილიონობით ტირაჟით იბეჭდება მთელ მსოფლიოში, სხვადასხცვა ენაზე.
სანამ თავად დიეტას გავეცნობით, ალბათ ჯობს გავიგოთ, რა პლუსები და მინუსები აქვს და კარგად ავწონ-დავწონოთ ყველაფერი.
მაშ ასე, პლუსები:
მთავარი პლუსი ის არის, რომ დაკარგული კილოგრამები უკან არ ბრუნდება. ასევე, დიეტის შემდეგ უწინდელ კვებასთან დაბრუნება არ იწვევს წონის მატებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში.
დიეტის ეფექტურობაც მაღალია - 3-6 კილოგრამი კვირაში.
შეზღუდვები ძალიან უმნიშვნელოა, ასე რომ, მისი დაცვა ყველგან შეიძლება, სახლშიც, სამსახურშიც და რესტორანშიც კი.
დიეტა მაქსიმალურად უსაფრთხოა - არ გულისხმობს რაიმე ქიმიურ დანამატს ან პრეპარატს - მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს ეყრდნობა.
არ არის შეზღუდვა მიღებული პროდუქტების რაოდენობაშიც.
არც კვების მიღებების დროზეა მკაცრი შეზღუდვები - ანუ მათაც გამოადგებათ, ვინც ადრე დგება და ძილისგუდებსაც.
პირველივე დღეებში იგრძნობთ წონის კლებას.
მარტივი დასაცავია - არ აქვს რთული წესები და არ სჭირდება მენიუს გამუდმებული და წინასწარი გათვლა.
დუკანის დიეტის მინუსები იხილეთ....