ბიონსე, რომელიც თავისი სექსუალური ფორმებით არის ცნობილი, სინამდვილეში ზედმეტი წონისკენ არის მიდრეკილი. იმისათვის, რომ მუდამ კარგ ფორმაში იყოს, ის პერიოდულად იცავს სხვადასხვა დიეტას.
ბიონსემ წონაში დასაკლებად რამდენიმე ვარიანტი სცადა, მაგრამ უპირატესობას სტენლი ბეროუზის დიეტას ანიჭებს, რომელსაც აგრეთვე "დიეტური ლიმონათის დიეტას" უწოდებენ.
ეს მეთოდი ძალზე პოპულარულია ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის და შესანიშნავია წონაში სწრაფად დასაკლებად.
ძირითადი დიეტა - "დიეტური ლიმონათი", რომლის მომზადების წესი მარტივია: 1 ჭიქა დისტილირებულ წყალს დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, 2 ს.კ. ნეკერჩხლის უშაქრო სიროფი და ერთი მწიკვი წითელი პილპილი.
დღეში მიიღეთ 6 ჭიქა ლიმონათი. ძლიერი შიმშილის შეგრძნებისას დასაშვებია ბალახეულის უშაქრო ჩაის დალევა. სხვა საკვების მიღება არ შეიძლება.
დიეტიდან საჭიროა თანდათანობით გამოსვლა. სასურველია გრეიპფრუტისა და ფორთოხლის წვენის მიღება.
დიეტის მაქსიმალური ვადა - 3 დღე.
წონაში დაკლება - 2-3 კგ;
ხანგრძლივობა - 2-3 დღე;
აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.