ეს დიეტა რეკომენდებულია ორსულებისთვისაც კი. ორივე პროდუქტი შესანიშნავად ანაყრებს. ვაშლი შეიცავს პექტინსა და უჯრედისს, რაც ეფექტურად ავსებს კუჭს. ხაჭო კი ცილების სრულფასოვანი წყაროა.
ხაჭოსა და ვაშლის 9-დღიანი დიეტა
დიეტა გათვლილია 9 დღეზე, ამ პერიოდში შესაძლებელია 10 ზედმეტი კილოგრამის მოცილება. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ წონაში მსგავსი კლება ჯანსაღი არ არის - შედეგის შესანარჩუნებლად, როგორც მინიმუმ 2 თვე უნდა დაიცვათ დიეტა, მაგრამ ეს უნდა იყოს მრავალფეროვანი გეგმა დაახლოებით 1200-1500 კკალ-ზე გათვლილი, ცილების მაღალი შემცველობით, და ტკბილეულისა და ცომელულის შემცირებით. გარდა ამისა, რეკომენდებულია, 9 დღის შემდეგ კვირაში ერთხელ განმტვირთავი დღის მოწყობა მხოლოდ ხაჭოთი და ვაშლით. მაშ ასე, უნდა იკვებოთ სქემით: პირველი 3 დღე - მხოლოდ ვაშლი, დღეში 1,5 კგ, ან ნახევარი კგ ვაშლი და 1 ლიტრი ვაშლის წვენი.
- თუ ახალი ხილი არ გიყვართ, შეგიძლიათ მოამზადოთ ვაშლის უშაქრო პიურე ან გამოაცხოთ ნაყოფი აირღუმელში დარიჩინთან ერთად. მტავარი წესი: არ გაზარდოთ ძირითადი პროდუქტის რაოდენობა. გაყავით დღიური ნორმა 3 ნაწილად და მიირთვით საუზმეზე, სადილად და ვახშამზე.
შემდგომი 3 დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ მხოლოდ ხაჭო - 2%-იანი, დღეში 400 გრ. ხანდახან დასაშვებია 600 გრ ან 0,5 ლ 1%-იანი კეფირის დამატება. ხაჭოს დღიური რაოდენობა, ვაშლის ანალოგიურად, გაყავით 3 ნაწილად.
ხაჭოსა და ვაშლის 3-დღიანი დიეტა
დიეტის მეორე ვარიანტი ითვალისწინებს კოქტეილების მომზადებას. საკვების ერთჯერადი მიღებისას უნდა გამოიყენოთ 1 ვაშლი და 150 გრ უცხიმო ხაჭო. პროდუქტები ბლენდერით უნდა დაქუცმაცდეს. მიიღეთ ეს კოქტეილი დღეში 3-ჯერ - საუზმეზე, სადილად და ვახშამზე. ასევე შეგიძლიათ დღეში 2-ჯერ მიირთვათ ვაშლი.
ეს დიეტა 3 დღის განმავლობაში უნდა დაიცვათ და გაიმეოროთ მხოლოდ თვეში 1-ხელ. ჩამოთვლილი დიეტები ცილასა და უჯრედისს შეიცავს, თუმცა წონაში კლების სრულფასოვან რაციონალურ სქემას ისინი არ მიეკუთვნება. მათი დაცვა ხანგრძლივად შეუძლებელია. გამოიყენეთ ეს დიეტები იშვიათად, დანარჩენ დროს კი დაიცავით სწორი კვება. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია დიეტის დაწყებამდე.