ჯანჯაფილის ძირს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია: არეგულირებს წნევას, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს, აჩქარებს მეტაბოლიზმს, გააჩნია ანტისეპტიკური თვისებები, ასევე, აქტიურად უწყობს ხელს წონაში კლებას.
ლიმონი კი სასარგებლო თვისებებში მას არ ჩამორჩება. იგი უამრავ მჟავას შეიცავს, რომელიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. ასევე, მასში შემავალი დიდი რაოდენობით C ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია.
ჯანჯაფილისა და ლიმონის სასმელს მწარე გემო აქვს. ამიტომ, ვისაც ის ადრე არ გაუსინჯავს, სიფრთხილე მართებს. უმჯობესია, მცირე დოზებით დაიწყოთ - 100 მლ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
როგორ დავიკლოთ წონაში 1 კვირაში
ინგრედიენტები
• 2 ლ წყალი
• 100 გრ პიტნა
• 2 ლიმონი
• 10 გრ გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი
მომზადების წესი
წინასწარ აადუღეთ წყალი და გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე.
გახეხეთ ჯანჯაფილის ძირი წვრილად, შემდეგ ჩააჭერით პიტნა და დააწურეთ ლიმონი.
დაამატეთ ჯანჯაფილის ძირი, ლიმონის წვენი და პიტნა წყალში.
დააყენეთ 2-3 საათით.
გაწურეთ და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.
მიიღეთ 200 მლ სასმელი ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე. მიღების კურსი - 7 დღე. წონაში დაკლების ეფექტის გასაძლიერებლად, დაურთეთ კურსს დაბალკალორიული დიეტა და ფიზიკური დატვირთვა.