რა ხერხს არ მიმართავენ ქალბატონები სასურველი წონის მისაღწევად: ზღუდავენ კვების რაციონს, ვარჯიშობენ, იტარებენ აუტანელი მასაჟების კურსს...
რაც უნდა იყოს, კვება - პირველია, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს წონაში დაკლებისას. ნებისმიერ ნაბიჯს სასურველ წონამდე თან უნდა სდევდეს მუდმივი ანალიზი იმისა, თუ რას მიირთმევთ მთელი დღის განმავლობაში. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგიიოლოთ ეს ამოცანა და აგიღწეროთ 1-კვირიანი პოპულარული დიეტის რაციონი.
რაციონი წონაში სწრაფად დაკლებისთვის
პირველი დღე - ხილი
შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ხილი. სასურველია, ბანანი ან საზამთრო.
მეორე დღე - ბოსტნეული
ნებისმიერი მოხარშული ან მოთუშული ბოსტნეული ყველთან ერთად. ვახშამზე ან სადილზე შესაძლებელია გამომცხვარი კარტოფილის მიღება.
მესამე დღე - ხილი და ბოსტნეული
დასაშვებია ნებისმიერი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა, სიმინდისა და ბარდის გარდა.
მეოთხე დღე - ბანანი და იოგურტი
დღის განმავლობაში მიიღეთ 8 ბანანი და 8 ჭიქა რძე. რაციონში უცხიმო იოგურტი გაურიეთ.
მეხუთე დღე - ქათამი და პომიდორი
მოხარშული ქათმის ან ინდაურის ფილე პომიდორთან ერთად განუსაზღვრელი რაოდენობით. ნუ დაივიწყებთ სითხეს - პომიდორის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მიღებული წყლის რაოდენობას.
მეექვსე დღე - ქათამი და ბოსტნეული
მიიღეთ უცხიმო ქათმის ხორცი ნებისმიერ ბოსტნეულთან ერთად, კარტოფილისა და ბარდის გამოკლებით.
მეშვიდე დღე - წვნიანი
დილით მოამზადეთ წვნიანი, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში მიირთმევთ. 3 ლიტრ წყალზე აიღეთ 2 ხახვი, 1 ყაბაყი, 1 ბულგარული წიწაკა, 1 პომიდორი, ნიახური. მოხარშეთ ყველა ინგრედიენტი და დააბლენდერეთ.