ნატურალური ყავის მოყვარულთათვის ჩვენს რედაქციას შესანიშნავი ახალი ამბავი აქვს: ამ სასმელს შეუძლია არამხოლოდ გაგახალისოთ, არამედ დაგეხმარებათ ზედმეტი წონის მოცილებაში!
საქმე მწვანე ყავას კი არა, ნამდვილ, შავ ყავას ეხება. წონაში დასაკლებად, საკმარისია მხოლოდ ერთი ინგრედიენტის დამატება.
ყავა დარიჩინით
ინგრედიენტები:
• ½ ჩ.კ. დარიჩინი
• 3 ჩ.კ. დაფქული ყავა
• 200 მლ წყალი
მომზადების წესი
დაფქვით ყავის მარცვლები.
მოურიეთ დაფქული ყავა და დარიჩინი, შემდეგ დაასხით წყალი.
მოადუღეთ ჩვეულებისამებრ.
ასეთი სასმელი ძალიან კარგად აქვეითებს მადას, იმ პირობით, თუ მას თკბილეულს არ დააყოლებთ. ყავა აუცილებლად უშაქრო უნდა იყოს. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ მისი მიღების შემდეგ, ადამიანს უქრება რაიმე საკვების მიღების სურვილი 4-5 საათის განმავლობაში.
ყველაფერი ეს ხელს უწყობს წონაში კლებას. შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ ყავა, ამასთან, საჭიროა, სწორი კვების პრინციპების დაცვა.