თუ ზედმეტი წონა აკრიფეთ, ბრაზილიური დიეტა ორ კვირაში ჩაგაყენებთ ფორმაში. სასიამოვნო ფაქტი ისაა, რომ ყველა პროდუქტი უახლოეს სუპერმარკეტში იყიდება.
დიეტა გათვლილია 4 კვირაზე, მაგრამ ექსპრეს-მეთოდით შეგიძლიათ მხოლოდ 2 კვირა იყოთ კვების განსხვავებულ რაციონზე.
ძირითადი მოთხოვნა
მენიუ საკმაოდ ერთფეროვანი და მოსაწყენია. ამას უნდა შეეგუოთ. უარი უნდა თქვათ ტკბილეულზე, პურ-ფუნთუშეულსა და ალკოჰოლზე. ამ დიეტას ცილოვანსაც ეძახიან. დიეტის დროს მიიღეთ "ცე" ვიტამინი ან ვიტამინების კომპლექსი და სვით მეტი წყალი.
არ გადაანაცვლოთ საკვები და მისი მიღების დრო. გამორიცხეთ რაციონიდან სანელებლები, რომლების მადის მომატებას იწვევს. აგრეთვე - შებოლილი, მარილიანი, ტკბილი პროდუქტები. თუ შიმშილის საშინელმა გრძნობამ შეგაწუხათ, დალიეთ 1 ჭიქა წყალი ან ნატურალური წვენი.
ბრაზილიური დიეტის მენიუ
მენიუ ერთ კვირაზეა გათვლილი, რომლის დროსაც 2-3 კილოს დაიკლებთ.
საუზმე: რძის პროდუქტები და ხილი;
ლანჩი: 1 ჭიქა ნატურალური წვენი ან ხილი;
სადილი: მოხარშული ქათამი ან თევზი და ბოსტნეული;
სამხარი: ბოსტნეულის სალათა და ყველი;
ვახშამი: კეფირი და ხილი.
დიეტის დროს ხილიდან გამორიცხეთ ბანანი და ყურძენი; ბოსტნეულიდან - ჭარხალი, კარტოფილი და სტაფილო. საერთოდ გამორიცხეთ მარილი. მწვანე ჩაი და წყალი შეგიძლიათ მიიღოთ, რამდენიც მოგესურვებათ.