ეს გახლავთ ცნობილი შვედური დიეტა, რომელიც დეტალურად არის დაგეგმილი. შედეგი ნამდვილად აღგაფრთოვანებთ - 6-დღიანი მენიუს მკაცრი დაცვის შემდეგ შესაძლებელია 4-დან 7 კილოგრამამდე ზედმეტი წონის მოცილება.
დიეტა "ექვსი ფოთოლი"
თევზის დღე
- საუზმე: მოხარშული თევზი
- ლანჩი: გამომცხვარი თევზი
- სადილი: უხა ბოსტნეულის გარეშე
- სამხარი: ორთქლზე მომზადებული თევზი
- ვახშამი: მოხარშული თევზი
დიეტის პირველ დღეზე გათვლილია 500 გრ თევზი, სასმელებიდან - უშაქრო მწვანე ჩაი, წყალი.
ბოსტნეულის დღე
- საუზმე: 2 გახეხილი სტაფილო
- ლანჩი: მომზადებული კარტოფილის პიურე
- სადილი: მოთუშული ბოსტნეულის მიქსი
- სამხარი: ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული
- ვახშამი: უმი ბოსტნეული
ბოსტნეულის დღიური ნორმა - 1,5 კგ. სასმელები - ბოსტნეულის წვენი, ჩაი, ყავა.
ქათმის დღე
- საუზმე: მოხარშული ქათმის ფილე
- ლანჩი: გამომცხვარი ქათმის ფილე
- სადილი: ქათმის ბულიონი
- სამხარი: ქათამი გრილზე
- ვახშამი: მოხარშული ქათმის ფილე
დღიური ნორმა - 500 გრ ქათმის ხორცი. სასმელი - ლიმონიანი წყალი.
მარცვლეულის დღე
- საუზმე: წყალზე მოხარშული ხორბალი, "ხლებცი"
- ლანჩი: წყალზე მომზადებული წიწიბურა
- სადილი: მოხარშული ბრინჯი
- სამხარი: წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა, თხილი.
- ვახშამი: წყალზე მომზადებული წიწიბურა
დღიური ნორმა: 200 გრამი ბურღულეული. სასმელები - ბალახის ნაყენი, ჩაი, ყავა.
ხაჭოს დღე
- საუზმე: ხაჭო, 1-2 კოვზი ნატურალური იოგურტი
- ლანჩი: ხაჭო 1-2 კოვზი რძით
- სადილი: ხაჭო
- სამხარი: ხაჭო 1-2 კოვზი რძით
- ვახშამი: ხაჭო
დღიური ნორმა - 500 გრ ხაჭო
ხილის დღე
- საუზმე: 2 წითელი ვაშლი, შავი ყავა
- ლანჩი: ბანანი
- სადილი: ფორთოხალი, ყურძენი
- სამხარი: კივი, ანანასი
- ვახშამი: 2 მწვანე ვაშლი
დღიური ნორმა - 1,5 კგ ხილი. სასმელი - ხილის წვენი.