გინახავთ ოდესმე მსუქანი იოგი? ალბათ, არა! იოგები იშვიათად ავადმყოფობენ, მათ არ აწუხებთ ჭარბი წონა და მუდამ კარგ განწყობაზე არიან.
საქმე მხოლოდ იოგაში არ არის, არამედ, კვების სისტემაში, რომელიც საშუალებას იძლევა, მოიშორო ზედმეტი კილოგრამები.
იოგების დიეტის პრინციპები
• მოამზადეთ საკვები კარგ ხასიათზე.
• დაღეჭეთ საკვები 40-ჯერ.
• იკვებეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც რეალურ შიმშილს გრძნობთ.
• იოგების დიეტა არ სცნობს ხორცს.
პროდუქტების არჩევანის რეკომენდაცია
აკრძალულია ნებისმიერი ცხიმის გამოყენება საკვებში. ცხიმი ანგრევს ადამიანის ორგანიზმს.
დაშვებულია ხილი, კენკრა, თაფლი და ჩირი.
აკრძალულია შაქარი, მარილი და ნიორი.
სპირტიანი სასმელები, ყავა, ცხელი შოკოლადი, გაზიანი სასმელები.
საფუარი.
შეგიძლიათ მიირთვათ:
• წიწიბურას ან ხორბლის ფაფა.
• ხილი.
• ჩირი.
• ბალახეული.
• თხილი.
• პარკოსნები.
ბოსტნეული მინიმალურად უნდა გადამუშავდეს, რათა შეინარჩუნოს ვიტამინები და სხვა აუცილებელი კომპონენტები.