ცნობილი მომღერალი მადონა მუდამ ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობასა და წონაზე. პერიოდულად მაკრობიოტიკურ დიეტას იცავს. მაკრობიოტიკა დიეტებს არ განეკუთვნება, ეს გახლავთ კვების ერთ-ერთი მიმდინარეობა. აქ არის ორი კატეგორიის პროდუქტი: "ცოცხალი" და "არაცოცხალი".
"არაცოცხალი პროდუქტები"
პროდუქტებს, რომლებიც საკვებში დასამატებლად არ არის განკუთვნილი, "არაცოცხალი" ეწოდებათ. ასეთი პროდუქტი უამრავია: ძეხვეული, ნამცხვრები, ტორტი, სუპები, პროტეინის კოქტეილები და სხვ. მიკრობიოტიკური პროგრამის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ ასეთი პროდუქტების მიღება არ შეიძლება, რადგან ისინი ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგიით არ ავსებს, მხოლოდ ზედმეტ წონასა და ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.
"ცოცხალი პროდუქტები"
"ცოცხალ" პროდუქტებს მიეკუთვნება თევზი და ზღვის პროდუქტები, ფრინველი, ასევე, ხილი და ბოსტნეული. სწორედ ასეთი პროდუქტებით იკვებება მადონა. მაკრობიოტიკის ძირითადი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ სასურველია, საკვებში მოიხმაროთ მხოლოდ მცენარეული წარმოშობის პროდუქტები.
მადონას დიეტის საფუძველი
მადონას დიეტის საფუძველს წარმოადგენს საკვებში მთლიანი მარცვლეულებისგან მომზადებული ფაფების გამოყენება.
მაკრობიოტიკური დიეტის ხანგრძლივობა 14 დღეს არ აღემატება. შესაძლებელია მხოლოდ ფაფების მიღება, სხვა პროდუქტები აკრძალულია.
დაიწყეთ დღე ოთახის ტემპერატურის ჭიქა წყლით. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ფაფის მიღებაა დაშვებული.
კურსის დასრულების შემდეგ საჭიროა პატარა რაოდენობის მოთუშული ბოსტნეულის დამატება რაციონში. ეს თანდათანობით უნდა მოხდეს, მაგრამ მთავარია, რომ უმარილო, წყალზე მომზადებული ფაფის მიღება დიდი ხნის განმავლობაში არ შეწყვიტოთ.