უცნაური სახელწოდებაა, როგორც წესი, ბებიებს პირიქით სურთ! ალბათ, ეს დიეტა რომელიღაც გონიერმა ბებომ შექმნა, რომელსაც შვილიშვილის ზომები ადარდებს. ბებიაჩემი კი სიტყვა ”დიეტას” სალანძღავად მიიჩნევს.
ბებიის დიეტის მენიუ შესაძლოა, ერთფეროვანი მოგეჩვენოთ, დაშვებული პროდუქტების ჩამონათვალი მწირია: უცხიმო ხორცი და თევზი, უცხიმო ყველი, მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი, კვერცხი და ხაჭო, ჩაი და ყავა. მაგრამ ის საკმაოდ დაბალანსებულია და დაგეხმარებათ ავიტამინოზის თავიდან არიდებაში. დიეტის პრინციპია - უნდა მიირთვათ ხშირად, მცირე ულუფებით.
დაიცავით დიეტა არაუმეტეს 1 კვირისა და შეძლებთ 3-4 კგ-ით წონაში დაკლებას. შეგიძლიათ გაიმეოროთ 2 კვირის შემდეგ.
დღიური მენიუ: საუზმეზე მიირთვით უშაქრო ჩაი ან ყავა, მეორე საუზმეზე - 40 გრ ყველი. სადილი შედგება მოხარშული კვერცხისგან, 120 გრ უზეთოდ შემწვარი ხორცისგან და 20 გრ ყველისგან. სამხარზე მიირთვით ყავა ან ჩაი, ვახშამზე კი 120 გრ ხორცი და ბოსტნეულის სალათა ზეთით. ძილის წინ დალიეთ 1 ჭიქა პიტნის ნახარში.
დიეტა არ არის რეკომენდებული ქრონიკული დაავადებების დროს.